ეიმერიოზები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ეიმერიოზები''' − (Eimerioses; აღმძვრელის გვარის დასახელება Eimeria + ბე...) |
17:59, 28 თებერვალი 2023-ის ვერსია
ეიმერიოზები − (Eimerioses; აღმძვრელის გვარის დასახელება Eimeria + ბერძნ. oses დაავადებები) – მსხვილფეხა და წვრილფეხა მცოხნელი პირუტყვის, ბოცვრის, ფრინველისა და მრავალი სახეობის ცხოველების ინვაზიური დაავადებები, რომელთა აღმძვრელებია Eimeria-ს გვარის უმარტივესები. გავრცელებულია ყველგან. განსაკუთრებით მძიმე ფორმით ავადდება მოზარდეული.
სიმპტომები: უმადობა, ლორწოვანი გარსების ანემიურობა, თხიერი ფეკალი ლორწოს მინარევებით. თუ ეიმერიები ლოკალიზებენ მსხვილ ნაწლავებში, მაშინ ფეკალში სისხლის მინარევებიცაა. ვითარდება ნერვული მოვლენები: დაძაბუნება, კრუნჩხვა, ფრინველებს შესაძლოა განუვითარდეთ კიდურების პარეზი. დამახასიათებელია ავადმყოფი ცხოველისა და ფრინველის სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი.