ან-პვე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ან-პვე''' – ბირმის მუსიკალურ-კომედიური წარმოდგენის ს...) |
00:51, 3 მარტი 2023-ის ვერსია
ან-პვე – ბირმის მუსიკალურ-კომედიური წარმოდგენის სახეობა. მასში მონაწილეობენ მოცეკვავე ქალი და 2 კომიკოსი, რომლებიც ცეკვების შუალედში გაითამაშებენ მხიარულ სცენებს.
ან-პვეს დადგმები განსხვავდებიან ბირმის კლასიკური დრამისაგან ფორმის თავისუფლებით. ცეკვა და სიმღერა გაერთიანებულია. დიდი ადგილი ეთმობა ქალთა სოლო ცეკვებს. შემსრულებლები ბავშვობიდან ეუფლებიან ან-პვეს ხელოვნებას სპეციალიზებულ სკოლებში.