ბიორიტმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ბიორიტმი''' – (ბერძნ. bios – სიცოცხლე და rhythmos – თანაბარი მონაცვლეო...)
 

მიმდინარე ცვლილება 20:47, 5 მარტი 2023 მდგომარეობით

ბიორიტმი – (ბერძნ. bios – სიცოცხლე და rhythmos – თანაბარი მონაცვლეობა) – ადამიანის ფსიქიკის დაძაბვისა და მოდუნების პროცესი. განირჩევა:

1) გარეგნული ბიორიტმი, დაკავშირებული მზის ციკლურ აქტივობასთან (11,5 წ.) და წლიწადის დროთა ცვლასთან;

2) შინაგანი ბიორიტმი, რომელიც განსაზღვრავს ფიზიკური და ფსიქიკური აქტივობის დონეს. იგი მაღალია დღის და ღამის 8-დან 12 საათამდე, ხოლო მინიმალურია ამავე პერიოდის 2-დან 8 სთ-ს მონაკვეთში. აქტივობის ამაღლება დღისით და საღამოთი, უკავშირდება ადრენალინის ჰორმონის ჭარბ გამოყოფას. აქტიური და ინაქტიური პერიოდების არსებობა მოითხოვს შესატყვისობას შინაგან ბიორიტმებსა და ფსიქიკურ მოღვაწეობას შორის. ხშირად ამის გაუთვალისწინებლობის შედეგია უძილობა, ნევროზები, გულის სისხლძარღვთა თუ სასუნთქი გზების დაავადებანი. ეს გარემოება განსაკუთრებით გასათვალისწინებელია შემოქმედებითი მოღვაწეობის პროცესში.

[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები