გაუცხოების ეფექტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''გაუცხოების ეფექტი''' – ძირითადი საშუალება, რომელიც ქმნის დისტანციას მაყურებელსა და სცენას შორის, სცენური მოქმედების მიმართ მაყურებლის დამოკიდებულების ატმოსფეროს, გათვალისწინებულს „ეპიკური თეატრის“ თეორიით.  
+
'''გაუცხოების ეფექტი''' – ასახვის ობიექტის მიმართ დისტანციის დამყარების მხატვრული ხერხი. თეატრთან მიმართებაში საუბარია ისეთ ტექნიკაზე, რომელიც შეგნებულად ხელს უშლის ილუზიის ჩამოყალიბებას, ხაზს უსვამს ხელოვნურობას, წარმოსახულის მხატვრულობას. ცნებაც და ტერმინიც თეატრის თეორიასა და პრაქტიკაში დამკვიდრებულია ბ. ბრეხტის მიერ და გულისხმობს მსახიობის მხრიდან როლის მიმართ დისტანციურ, მხატვრულ-ანალიტიკურ დამოკიდებულებას. გაუცხოების ეფექტის შემწეობით, მსახიობი პერსონაჟს სახიერად აგვიწერს, მაგრამ არ ცდილობს გარდაისახოს მასში; მის მიმართ აქვს შემეცნებითი დამოკიდებულება და არა თანაგანცდა, ქცევით მოგვითხრობს, მაგრამ არ ცხოვრობს გმირის სულიერი ცხოვრებით. გაუცხოების ეფექტის გასაძლიერებლად, ბრეხტი იყენებდა პირდაპირი კომენტირების ხერხს ზონგების სახით. გაუცხოების ეფექტი მსახიობისგან მოითხოვს არა მარტო მხატვრულ ხედვას, არამედ ადამიანის ფსიქიკისა და საზოგადოებრივი განვითარების პროცესების ღრმა ცოდნას. გაუცხოების ეფექტის შემწეობით, მაყურებელი აღარ იმყოფება თეატრალური ილუზიის ზეგავლენის ქვეშ და აზროვნებს მსახიობთან ერთად.
  
„გაუცხოების ეფექტი“ ესაა განსახიერებული მოვლენების გაობიექტურების გარკვეული ფორმა, რაც აადვილებს მათ ყოველ მხრივ [[აღქმა]]სა და შეფასებას. მაყურებელი ცნობს განსახიერების საგანს, მაგრამ ამავე დროს, ამ იერსახეს აღიქვამს, როგორც უჩვეულოსა და „გაუცხოებულს“. ბრეხტი თვლის, რომ „გაუცხოების ეფექტის მიზანია შთააგონოს მაყურებელს ანალიზური, კრიტიკული პოზიცია განსახიერებული მოვლენების მიმართ“.
 
  
  
 +
==იხილე აგრეთვე==
 +
[[ეპიკური თეატრი]]
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]]
+
[[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
  
 
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]]
 
[[კატეგორია:ბერტოლტ ბრეხტი‏‎]]
 
[[კატეგორია:ბერტოლტ ბრეხტი‏‎]]

17:26, 8 მარტი 2023-ის ვერსია

გაუცხოების ეფექტი – ასახვის ობიექტის მიმართ დისტანციის დამყარების მხატვრული ხერხი. თეატრთან მიმართებაში საუბარია ისეთ ტექნიკაზე, რომელიც შეგნებულად ხელს უშლის ილუზიის ჩამოყალიბებას, ხაზს უსვამს ხელოვნურობას, წარმოსახულის მხატვრულობას. ცნებაც და ტერმინიც თეატრის თეორიასა და პრაქტიკაში დამკვიდრებულია ბ. ბრეხტის მიერ და გულისხმობს მსახიობის მხრიდან როლის მიმართ დისტანციურ, მხატვრულ-ანალიტიკურ დამოკიდებულებას. გაუცხოების ეფექტის შემწეობით, მსახიობი პერსონაჟს სახიერად აგვიწერს, მაგრამ არ ცდილობს გარდაისახოს მასში; მის მიმართ აქვს შემეცნებითი დამოკიდებულება და არა თანაგანცდა, ქცევით მოგვითხრობს, მაგრამ არ ცხოვრობს გმირის სულიერი ცხოვრებით. გაუცხოების ეფექტის გასაძლიერებლად, ბრეხტი იყენებდა პირდაპირი კომენტირების ხერხს ზონგების სახით. გაუცხოების ეფექტი მსახიობისგან მოითხოვს არა მარტო მხატვრულ ხედვას, არამედ ადამიანის ფსიქიკისა და საზოგადოებრივი განვითარების პროცესების ღრმა ცოდნას. გაუცხოების ეფექტის შემწეობით, მაყურებელი აღარ იმყოფება თეატრალური ილუზიის ზეგავლენის ქვეშ და აზროვნებს მსახიობთან ერთად.


იხილე აგრეთვე

ეპიკური თეატრი

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები