გრიმი
(ახალი გვერდი: '''გრიმი''' – მსახიობის გარეგნობის, უმეტესად პირისახის შეცვლა ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''გრიმი''' – | + | '''გრიმი''' – (ფრანგ. grime, < ძველლათინ. grimo – ნაოჭიანი), მსახიობის სახის შეცვლა სპეციალური საღებავებით, [[პარიკი]]ს, წვერის, ულვაშის დაწებებით, ვარცხნილობის შეცვლით (და ა.შ.) [[როლი (მსახიობის)|როლი]]ს შესაფერისად. |
| + | მსახიობის მიერ გრიმის გამოყენება მჭიდროდაა დაკავშირებული მისი მუშაობის სტილზე, მხატვრული აზროვნების თავისებურებაზე. გრიმის ევოლუცია უკავშირდება დრამატურგიის და რეჟისურის სახეცვლას, სხვადასხვა ესთეტიკურ მიმართულებებს თეატრალურ ხელოვნებაში. გრიმის ხელოვნება უძველეს საკულტო და საწესჩვეულებო სანახაობებში ჩაისახა. ანტიკური ხანის ბერძნულ თეატრში მსახიობები სახის შესაცვლელად [[ნიღაბი (აქსესუარი)|ნიღაბს]] იყენებდნენ. შუა საუკუნეებში სახეს [[მური|მურით]] და მცენარეული საღებავით იღებავდნენ. განზოგადებული, ყველა შემთხვევაში გამოსაყენებელი გრიმის შექმნას შეეცადნენ კლასიციზმის ეპოქაში. გრიმმა განსაკუთრებული დაფასება ჰპოვა სცენურ რეალიზმში როგორც მხატვრული სახის გახსნის უმნიშვნელოვანესმა კომპონენტმა. გრიმის ხელოვნებას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო კ. სტანისლავსკიმ. | ||
| + | |||
| + | [[საქართველო]]ში გრიმს ძველთაგანვე იყენებდნენ ხალხურ სანახაობებში ([[ყეენობა]], [[ბერიკაობა]]). გრიმს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ ვ. აბაშიძე, [[გუნია ვალერიან|ვ. გუნია]], [[ჩხეიძე უშანგი|უ. ჩხეიძე]]. გრიმის საუკეთესო ოსტატი იყო ლ. მესხიშვილი. ქართულ თეატრში გრიმიორის პროფესიის ჩამოყალიბება დაკავშირებულია გ. სარჩიმელიძის მოღვაწეობასთან. | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | [[ | + | [[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]] | [[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]] | ||
22:09, 8 მარტი 2023-ის ვერსია
გრიმი – (ფრანგ. grime, < ძველლათინ. grimo – ნაოჭიანი), მსახიობის სახის შეცვლა სპეციალური საღებავებით, პარიკის, წვერის, ულვაშის დაწებებით, ვარცხნილობის შეცვლით (და ა.შ.) როლის შესაფერისად.
მსახიობის მიერ გრიმის გამოყენება მჭიდროდაა დაკავშირებული მისი მუშაობის სტილზე, მხატვრული აზროვნების თავისებურებაზე. გრიმის ევოლუცია უკავშირდება დრამატურგიის და რეჟისურის სახეცვლას, სხვადასხვა ესთეტიკურ მიმართულებებს თეატრალურ ხელოვნებაში. გრიმის ხელოვნება უძველეს საკულტო და საწესჩვეულებო სანახაობებში ჩაისახა. ანტიკური ხანის ბერძნულ თეატრში მსახიობები სახის შესაცვლელად ნიღაბს იყენებდნენ. შუა საუკუნეებში სახეს მურით და მცენარეული საღებავით იღებავდნენ. განზოგადებული, ყველა შემთხვევაში გამოსაყენებელი გრიმის შექმნას შეეცადნენ კლასიციზმის ეპოქაში. გრიმმა განსაკუთრებული დაფასება ჰპოვა სცენურ რეალიზმში როგორც მხატვრული სახის გახსნის უმნიშვნელოვანესმა კომპონენტმა. გრიმის ხელოვნებას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო კ. სტანისლავსკიმ.
საქართველოში გრიმს ძველთაგანვე იყენებდნენ ხალხურ სანახაობებში (ყეენობა, ბერიკაობა). გრიმს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ ვ. აბაშიძე, ვ. გუნია, უ. ჩხეიძე. გრიმის საუკეთესო ოსტატი იყო ლ. მესხიშვილი. ქართულ თეატრში გრიმიორის პროფესიის ჩამოყალიბება დაკავშირებულია გ. სარჩიმელიძის მოღვაწეობასთან.