დებიუტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''დებიუტი''' − (ფრანგ. debut – დასაწყისი), მსახიობის საერთოდ პირველ...) |
მიმდინარე ცვლილება 01:19, 9 მარტი 2023 მდგომარეობით
დებიუტი − (ფრანგ. debut – დასაწყისი), მსახიობის საერთოდ პირველი გამოსვლა სცენაზე ან რომელიმე პროფესიულ თეატრში. მე-18 საუკუნიდან მოყოლებული, დებიუტი იქცა მსახიობის გამოცდად დასში ჩარიცხვის წინ დიდ თეატრებში მსახიობებს ეძლეოდათ სამი, საფრანგეთში 10 დებიუტის უფლება. თანამედროვე თეატრში ეს პრაქტიკა აღარ არსებობს და დებიუტად ითვლება მსახიობის პირველი გამოსვლა სცენაზე.