ემპათია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ემპათია''' – სხვა ადამიანის ქცევის, ემოციური მდგომარეობის დ...)
 

მიმდინარე ცვლილება 17:36, 10 მარტი 2023 მდგომარეობით

ემპათია – სხვა ადამიანის ქცევის, ემოციური მდგომარეობის და განწყობილების შთაწვდომა, თანაგანცდა. ტერმინი ფსიქოლოგიაში შემოიტანა ე. ტიტჩენერმა. განასხვავებენ ემპათიას:

  1. ემოციურს – დაფუძნებულს სხვათა რეაქციების აფექტურ (გაუცნობიერებელ) მიმბაძველობასა და პროექციის (საკუთარი თავის გაიგივება) მექანიზმებზე;
  2. კოგნატურს (მონათესავე) – ბაზირებულს ინტელექტუალურ პროცესებზე (შედარება, ანალოგია და ა.შ.).
  3. პრედიკატულს (შემეცნებითი) – სხვათა რეაქციის აზრობრივი განჭვრეტა.

სიმბოლოთა ინტერაქციონისტები (სიმბოლოების საშუალებით უშუალო პიროვნებათშორისი კომუნიკაცია) ჯ. მიდის მეთაურობით, ემპათიას განიხილავენ როგორც სხვათა „როლის“ საკუთარ თავზე მორგების პროცესს.


[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები