ეპოდოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ეპოდოსი''' − (ბერძნ. epodos, epi – ზე, ode – სიმღერა) – ბერძნულ დრამაში [[...)
 

მიმდინარე ცვლილება 18:50, 10 მარტი 2023 მდგომარეობით

ეპოდოსი − (ბერძნ. epodos, epi – ზე, ode – სიმღერა) – ბერძნულ დრამაში ქოროს მიერ შესასრულებელი ჰიმნის დასკვნითი ნაწილი. მოსდევდა სტროფს და ანტისტროფს. ჰქონდა განსხვავებული რიტმი. დრამაში მის შემომტანად მიიჩნევენ პინდარეს. შემდეგ ეპოდოსი ეწოდა იამბური ტრიმეტრითა და იამბური დიმეტრით გაწყობილ ორტაეპიან ლირიკულ ლექსს, რომელშიც გრძელ ტაეპს მოყვებოდა მოკლე. მისი შემოღება მიეწერება არქილოქეს, რომლის გავლენა ეტყობა ჰორაციუსის ეპოდებს (ოდების 5 წიგნი). ევროპულ ლიტერატურაში დამკვიდრდა გრძელი და მოკლე ტაეპისაგან შემდგარი ორტაეპიანი ეპოდოსი.


[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები