ლენორმანი რენე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლენორმანი რენე“ გადაიტანა გვერდზე „რენე ლენორმანი“)
(წყარო)
ხაზი 16: ხაზი 16:
 
* XX საუკუნის ფრანგი დრამატურგები და თეატრის თეორეტიკოსები: [ცნობარი / შეადგინა ლევან ხეთაგურმა]. - თბ., 1998. - 111გვ.;  
 
* XX საუკუნის ფრანგი დრამატურგები და თეატრის თეორეტიკოსები: [ცნობარი / შეადგინა ლევან ხეთაგურმა]. - თბ., 1998. - 111გვ.;  
 
[[კატეგორია:დრამატურგები]]
 
[[კატეგორია:დრამატურგები]]
[[კატეგორია:XX საუკუნის ფრანგი დრამატურგები]]  
+
[[კატეგორია:ფრანგი დრამატურგები]]  
[[კატეგორია:XX საუკუნის ფრანგული თეატრი]]
+
[[კატეგორია:ფრანგული თეატრი]]

11:17, 11 მაისი 2017-ის ვერსია

ლენორმანი რენე - (ფრ. LENORMANN RENÉ. 1882 - 1951). ფრანგი დრამატურგი.

რენე ლენორმანი დაიბადა 1882 წელს. იგი განსაკუთრებით გამოირჩეოდა სარეპერტუარო თეატრების დრამატურგთა შორის. თავისი მრავალი კოლეგისგან განსხვავებით ლენორმანი უფრო მეტად ფილოსოფიური განსჯისა და განზოგადოებებისკენ იხრებოდა. იგი მუშაობს არა კომედიაში, არამედ დრამაში, რომელიც ხანდახან ტრაგიკულ ჟღერადობასაც აღწევს.

ყველაზე დიდი წარმატება ერგო მის დრამას „სამუმი“ (1920), რომელიც მის ეგრეთწოდებულ კოლონიალურ პიესათა ციკლს მიეკუთვნება. ამ პიესებში მოქმედება ვითარდება ეგზოტიკურ, აფრიკულ ფონზე. სასცენო კანონების ჩინებულმა ცოდნამ, ცხოვრების აქტუალური პრობლემებისადმი ინტერესმა, მეამბოხე გმირის რთული შინაგანი სამყაროს გახსნამ ლენორმანისკენ მიიპყრო ისეთი თეატრალური ნოვატორების ყურადღება, როგორიც იყვნენ: გასტონ ბატი (1885-1952) და ჯორჯ ფითოევი (1885-1939). ლენორმანის ცნობილი პიესაა „თეატრის ბინდი“ (1934-1935). გამოქვეყნებული აქვს მრავალრიცხოვანი კრიტიკული წერილები პერიოდულ პრესაში.

რენე ლენორმანი გარდაიცვალა 1951 წელს.




წყარო

  • XX საუკუნის ფრანგი დრამატურგები და თეატრის თეორეტიკოსები: [ცნობარი / შეადგინა ლევან ხეთაგურმა]. - თბ., 1998. - 111გვ.;
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები