თეატრალური მუზეუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''თეატრალური მუზეუმი''' – სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებ...)
 

მიმდინარე ცვლილება 14:39, 13 მარტი 2023 მდგომარეობით

თეატრალური მუზეუმი – სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც აგროვებს და ინახავს თეატრის ისტორიის ამსახველ დოკუმენტებსა და მასალებს.

საქართველოში ფუნქციონირებს თეატრის, კინოს, მუსიკის და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი, აგრეთვე სახელმწიფო თეატრებთან არსებული თეატრალური მუზეუები. არსებობს აგრეთვ მემორიალური მუზეუმები, ბინა-მუზეუმები და სახლ-მუზეუმები, ცალკეული სამუზეუმო ოთახები.

საზღვარგარეთის თეატრალური მუზეუმებიდან აღსანიშნავია ბახრუშინის სახელობის მუზეუმი მოსკოვში, თეატრებთან – „კომედი ფრანსეზი“, „გრანდ ოპერა“ (პარიზი), „კაბუკი“ (ტოკიო), შექსპირის მემორიალური თეატრი (სტრეტფორდ-ონ-ეივონი) (და სხვ.). ევროპის თეატრის ისტორიის მდიდარი მასალაა თავმოყრილი ვენის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. თეატრალური მუზეუმებისა და ბიბლიოთეკების საერთაშორისო ასოციაციამ გამოსცა ცნობარი: „მსოფლიოს თეატრალური კოლექციები“, რომელშიც თავმოყრილი) სხვადასხვა ქვეყნების უდიდესი თეატრალური საგანძური.

[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები