ინტერმედია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ინტერმედია''' – (ლათ. intermedius – შუაში მყოფი) – მცირე ზომის კომიკურ...)

21:43, 13 მარტი 2023-ის ვერსია

ინტერმედია – (ლათ. intermedius – შუაში მყოფი) – მცირე ზომის კომიკური სცენა, რომელსაც გაითამაშებენ პიესის აქტებს შორის (ზოგჯერ თვით ძირითადი მოქმედების დროსაც).

ინტერმედია იშვა შუასაუკუნეების თეატრში, მისტერიების წარმოდგენების წიაღში, როგორც ერთგვარი გადახვევა რელიგიური თემატიკიდან. ამ ინტერმედიებს ხშირად ფარსსაც უწოდებდნენ (ლათ. farta – შიგთავსი). ინტერლუდიას ხშირად იყენებდნენ „სასკოლო დრამაშიც“. აღორძინების ხანაში ინტერმედიას სხვადასხვა ხასიათი ჰქონდა. მე-16 ს. იტალიაში ინტერმედიას განათავსებდნენ ტრაგედიებსა და კომედიებს შორის როგორც გალანტურ-პასტორალურ სცენებს. ინტერმედია ფართოდ იყო გამოყენებული კომედი დელ’არტეში. ინგლისში ინტერმედიას უწოდებდნენ ინტერლუდიას. მას ხშირად იყენებდნენ ტრაგედიებში აქტებს შორის (შექსპირი). ესპანეთში ინტერმედია ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ ჟანრად და დიდ მხატვრულ სიმაღლეებს მიაღწია (ესპანეთში მას ერქვა „პასოსი“) მე-16-17 სს. ლოპე დე რუედას და განსაკუთრებით კი, სერვანტესის შემოქმედებაში. პორტუგალიაში ინტერმედიას ერქვა ინტრემიში.

მოგვიანებით ინტერმედია გავრცელდა მთელ მსოფლიოში სხვადასხვა სახელწოდებით.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები