კოლამი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''კოლამი''' – (სინგალ. „კოლამა“ – ნიღაბი), სინგალური ტრადიციული ...)
 

მიმდინარე ცვლილება 18:59, 14 მარტი 2023 მდგომარეობით

კოლამი – (სინგალ. „კოლამა“ – ნიღაბი), სინგალური ტრადიციული თეატრი (ცეილონი), წარმოიშვა ავადმყოფისგან ავი სულების განდევნის უძველესი რიტუალიდან. დროთა განმავლობაში ეს წეს-ჩვეულება გადაიქცა თეატრალურ სანახაობად. რიტუალიდან გადმოღებულ იქნა ავი სულების მრავალრიცხოვანი ნიღბები და ასევე საცეკვაო ნაწილი. წარმოდგენა მიჰყავს მთხრობელს, რომლის მონათხრობის ილუსტრაცია ხდება ცეკვით და პანტომიმით, დოლის აკომპანემენტის თანხლებით. მოგვიანებით გაიზარდა ნიღბების და შესაბამისად, მონაწილეთა რიცხვიც. თანამედროვ კოლამში ტექსტებს წარმოთქვამენ თვითო შემსრულებლები. წარმოდგენა იწყება საღამოს და გრძელდება მთელი ღამის განმავლობაში. მასში მონაწილეობს მომღერალთა გუნდიც.


[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები