პარაზიტი
(ახალი გვერდი: '''პარაზიტი''' – (parasitos; ბერძნ. para გვერდით + sitos საკვები), ორგანიზმი, რო...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
[[სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი]] | [[სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:პარაზიტები]] |
14:51, 20 მარტი 2023-ის ვერსია
პარაზიტი – (parasitos; ბერძნ. para გვერდით + sitos საკვები), ორგანიზმი, რომელიც დროებით ან მუდმივად სახლდება სხვა ინდივიდის სხეულში ან მის ზედაპირზე, იკვებება მასპინძლის წვენებით, ქსოვილებით ან გადამუშავებული საკვებით და აყენებს მას გარკვეულ ზიანს:
– პარაზიტი ჰეტეროქსენური (heteros სხვა + xenos მასპინძელი) – სასიცოცხლო ციკლის დასამთავრებლად საჭიროა რამდენიმე ცხოველი – მასპინძელი;
– პარაზიტი ჰომოქსენური (ბერძნ. homos თანაბარი + xenos მასპინძელი) – სასიცოცხლო ციკლი მთავრდება ერთი მასპინძლის ორგანიზმში;
– პარაზიტი მონოქსენური (ბერძნ. monos ერთი + xenos მასპინძელი) – ვითარდება ერთი სახეობის ცხოველის მონაწილეობით;
– პარაზიტი პოლიქსენური (ბერძნ. poli მრავალი + xenos მასპინძელი) – ბინადრობს მრავალი გვარისა და სახეობის ცხოველების სხეულში ან სხეულზე.