ასკარიდოზი
| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
[[კატეგორია:ცხოველთა დაავადებები]] | [[კატეგორია:ცხოველთა დაავადებები]] | ||
[[კატეგორია:ვეტერინარია]] | [[კატეგორია:ვეტერინარია]] | ||
| + | [[კატეგორია:პარაზიტული დაავადებები]] | ||
13:33, 21 მარტი 2023-ის ვერსია
ასკარიდოზი - (ascaridosis; გვარის დასახელება Ascaris + ბერძნ. osis დაავადება) – ღორის ჰელმინთოზი. აღმძვრელი, ნემატოდა – Ascaris suum პარაზიტობს წვრილ ნაწლავებში. უპირატესად ავადდებიან მეძუძური გოჭები და 6-7 თვის ასაკამდე მოზარდეული.
სიმპტომები: სხეულის ტემპერატურა მატულობს, მადა ქვეითდება, სუნთქვა გახშირებულია, პირველ ეტაპზე დამახასიათებელია ხველა; მეძუძურ გოჭებს დარღვეული აქვთ საჭმლის მონელების პროცესი, აღენიშნებათ პირღებინება; 1-2 კვირის შემდეგ ვითარდება ძლიერი ქოშინი; გოჭები დაკნინებულები არიან, უპირატესად წვანან, კანზე ჭინჭრის დასუსხულისებრი გამონაყარია, შესაძლოა გაჩნდეს მცირე ზომის პაპულები; გოჭები ჩამორჩებიან ზრდა-განვითარებაში და ძლიერ ხდებიან. ზოგიერთ ცხოველს პერიოდულად აქვს კონვულსიები, კრუნჩხვები. უფროსი ასაკის ღორებში, რომლებიც ინვაზიის მატარებლები და გამავრცელებლები არიან, ასკარიდოზი კლინიკური გამოვლენის გარეშე მიმდინარეობს. ასკარიდოზი გავრცელებულია ყველგან.