ტრიქონემა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ტრიქონემა''' – (Trichonema; ბერძნ. thrix, trichos თმა, ბეწვი + nema ძაფი), [[ნემატოდე...) |
12:58, 29 მარტი 2023-ის ვერსია
ტრიქონემა – (Trichonema; ბერძნ. thrix, trichos თმა, ბეწვი + nema ძაფი), ნემატოდების გვარი; მიეკუთვნება Trichonematidae-ს ოჯახს, Strongylata-ს ქვერაზმს.
T.insigne (ლათ. ნიშანი) – სახეობა, რომლის ლარვები პარაზიტობენ კენტჩლიქიანი ცხოველების ბრმა ნაწლავისა და კოლინჯის კედლებში, ხოლო ზრდასრული ფორმები – იმავე ნაწლავების სანათურში. ცნობილია ტრიქონემების 40-ზე მეტი სახეობა, რომლებიც ცხენის, სახედრის, ჯორისა და ჯორცხენას ტრიქონემატოზების აღმძვრელები არიან.