ფილიკოლოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ფილიკოლოზი''' – (filicollosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Filicollis + ბერ...) |
მიმდინარე ცვლილება 16:27, 29 მარტი 2023 მდგომარეობით
ფილიკოლოზი – (filicollosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Filicollis + ბერძნ. osis დაავადება), ფრინველის ჰელმინთოზი. მისი აღმძვრელებია თავეკლიანები, რომლებიც პარაზიტობენ ფრინველის ნაწლავებში. ავადდებიან იხვები, ბატები, წყალმცურავი გარეული და ჭაობის ფრინველები. დაავადება გავრცელებულია ყველგან.
სიმპტომები: ზოგადი სისუსტე, ბუმბულის აბურძგვნა, მადის დაქვეითება, მოზარდეულის ზრდა-განვითარების შეფერხება. ინტენსიური დაინვაზიების დროს ფრინველი კვდება.