მულტიცეპსი
(ახალი გვერდი: '''მულტიცეპსი''' (Multiceps; ლათ. multus მრავალრიცხოვანი + kephale თავი) – [[ცესტო...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 14: | ხაზი 14: | ||
[[კატეგორია:ცესტოდები]] | [[კატეგორია:ცესტოდები]] | ||
[[კატეგორია:პარაზიტები]] | [[კატეგორია:პარაზიტები]] | ||
| + | [[კატეგორია:ლენტისებრი ჭიები]] | ||
13:05, 3 აპრილი 2023-ის ვერსია
მულტიცეპსი (Multiceps; ლათ. multus მრავალრიცხოვანი + kephale თავი) – ცესტოდების გვარი; მიეკუთვნება Taeniata-ს ქვერაზმს. სახეობები:
- Multiceps multiceps – პარაზიტობს ძაღლის, მგლის, მელიის, ტურის, ყარსაღის წვრილ ნაწლავებში. მისი ლარვული ფორმა – Coenurus cerebralis ლოკალიზებს მცოხნელი ცხოველების, ზოგჯერ ადამიანის თავის ტვინში, იშვიათად – ზურგის ტვინში;
- M.skrjabini (აკად. კ. სკრიაბინის პატივსაცემად) – პარაზიტობს ძაღლისა და მგლის წვრილ ნაწლავებში. მისი ლარვული ფორმა – Coenurus skrjabini ლოკალიზებს ცხვრისა და თხის კანქვეშა უჯრედისში, კუნთებში, მუცლის ღრუში;
- M.serialis (ლათ. series ჯაჭვი, მწკრივი) – პარაზიტობს ხორცისმჭამელი ცხოველების ნაწლავებში. მისი ლარვული ფორმა – Coenurus serialis ლოკალიზებს მღრღნელების (ბოცვერი, კურდღელი) კუნთებშუა შემაერთებელ ქსოვილში.
მულტიცეპსის ზრდასრული (ლენტისებრი) ფორმები ძაღლის, მგლის, მელიის, ტურის, ყარსაღის მულტიცეპტოზის აღმძვრელებია.