ტენია (პარაზიტი)
(→წყარო) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 17: | ხაზი 17: | ||
[[კატეგორია:ცესტოდები]] | [[კატეგორია:ცესტოდები]] | ||
[[კატეგორია:პარაზიტები]] | [[კატეგორია:პარაზიტები]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:ლენტისებრი ჭიები]] |
13:12, 3 აპრილი 2023-ის ვერსია
ტენია – (Taenia; ლათ. taenia ლენტი), ცესტოდების გვარი; მიეკუთვნება Taeniata-ს ქვერაზმს. ზრდასრულ ფორმებს, რომლებიც ტენიოზების აღმძვრელებია, შეიარაღებული სკოლექსი აქვთ. ისინი პარაზიტობენ ადამიანისა და ხორცისმჭამელი ცხოველების წვრილ ნაწლავებში. მათი ლარვული ფორმები – ცისტიცერკები, რომლებიც ცისტიცერკოზების აღმძვრელებია, პარაზიტობენ სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და ადამიანის ორგანიზმში.
სახეობები:
- Taenia solium (ლათ. solium ძეწკვი) – (ღორის სოლიტერი), პარაზიტობს ადამიანის წვრილ ნაწლავებში, ხოლო მისი ლარვული ფორმა – Cysticercus cellulosae ბუდობს ღორის კუნთებში, გულში და იწვევს ღორის ცელულოზურ ცისტიცერკოზს. იგივე ცისტიცერკა ბუდობს ადამიანის თავის ტვინსა და თვალში. გავრცელებულია ყველგან;
- T.hydatigena (ბერძნ. hydor წყალი + genes წარმომქმნელი) – პარაზიტობს ძაღლის და სხვა ხორცისმჭამელების წვრილ ნაწლავებში. მისი ლარვული ფორმა – Cysticercus tenuicollis (ნაზყელიანი ცისტიცერკა), ბუდობს ცხვრის, თხის, ღორის, იშვიათად ძროხეულის, ასევე, მრავალი გარეული ძუძუმწოვრის ჯორჯალზე, ბადექონზე, ღვიძლზე, სხვა ორგანოებზე. იწვევს ნაზყელიან ცისტიცერკოზს. გავრცელებულია ყველგან;
- T.ovis (ლათ. ovis ცხვარი) – პარაზიტობს ხორცისმჭამელი ცხოველების წვრილ ნაწლავებში. მისი ლარვული ფორმაა – Cysticercus ovis, რომლის ჩაბუდების ადგილებია ცხვრის, თხის გული, დიაფრაგმა, საღეჭი და ენის კუნთები, ჩონჩხის მუსკულატურა, იშვიათად – ფილტვები, ღვიძლი, საყლაპავისა და კუჭის კედლები, თირკმელები, თავის ტვინი. იწვევს ოვისურ ცისტიცერკოზს;
- T.pisiformis (ლათ. pisum მუხუდო + forma ფორმა) – პარაზიტობს ხორცისმჭამელების წვრილ ნაწლავებში. ლარვული ფორმა – Cysticercus pisiformis ბუდობს ბოცვრისა და კურდღლის ჯორჯალზე, ბადექონსა და ღვიძლზე. იწვევს პიზიფორმულ ცისტიცერკოზს. გავრცელებულია ყველგან.