კაპილარია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Kapilaria.png|thumb|კაპილარია]]
 
'''კაპილარია''' (Capillaria; ''ლათ.'' capillus თმა) – [[ნემატოდები]]ს გვარი; მიეკუთვნება Capillariidae-ს ოჯახს, Trichocephalata-ს ქვერაზმს. ხერხემლიანი ცხოველების [[პარაზიტი]], რომლის სხეული ძაფისებრია. [[გეოჰელმინთები|გეოჰელმინთი]].  
 
'''კაპილარია''' (Capillaria; ''ლათ.'' capillus თმა) – [[ნემატოდები]]ს გვარი; მიეკუთვნება Capillariidae-ს ოჯახს, Trichocephalata-ს ქვერაზმს. ხერხემლიანი ცხოველების [[პარაზიტი]], რომლის სხეული ძაფისებრია. [[გეოჰელმინთები|გეოჰელმინთი]].  
  

მიმდინარე ცვლილება 13:24, 6 აპრილი 2023 მდგომარეობით

კაპილარია

კაპილარია (Capillaria; ლათ. capillus თმა) – ნემატოდების გვარი; მიეკუთვნება Capillariidae-ს ოჯახს, Trichocephalata-ს ქვერაზმს. ხერხემლიანი ცხოველების პარაზიტი, რომლის სხეული ძაფისებრია. გეოჰელმინთი.

სახეობები:

Capillaria anseris (ლათ. anser ბატი) – პარაზიტობს ბატის წვრილ ნაწლავში;

C.obsignata (ლათ. obsigno დალუქვა) – პარაზიტობს ქათმის, ინდაურის, ციცრის, მტრედის ნაწლავში;

C.bovis (ლათ. bos ხარი) – პარაზიტობს ძროხეულისა და ცხვრის წვრილ ნაწლავებსა და მაჭიკში;

C.brevispicula (ლათ. brevis მოკლე + სპიკულა) – პარაზიტობს მდინარის თევზების ნაწლავებში;

C.bursata (ლათ. bursa ჩანთა) – პარაზიტობს ქათმისა და ხოხბის წვრილ ნაწლავებში;

C.caudinflata (ლათ. cauda + flatus შებერილი) – პარაზიტობს ქათმის, ინდაურისა და ციცრის წვრილ ნაწლავში;

C.plica (ლათ. plica ნაოჭი) – პარაზიტობს ძაღლის, მგლის, კატის, კვერნის, ყარსაღის, მაჩვის შარდის ბუშტში;

C.putorii (ლათ. putor სიმყრალე) – პარაზიტობს წავის, ყარყუმის, თრითინის, ქრცვინის, წაულის, კვერნის, სიასამურის კუჭსა და წვრილ ნაწლავებში.


[რედაქტირება] წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები