სახიობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 7: | ხაზი 7: | ||
[[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]] | [[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]] | [[კატეგორია:თეატრალური ტერმინები]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:თამაშის პროთეატრალური ფორმები საქართველოში]] |
[[კატეგორია:ძველქართული თეატრი]] | [[კატეგორია:ძველქართული თეატრი]] | ||
12:21, 10 აპრილი 2023-ის ვერსია
სახიობა — ძველქართული თეატრის სახე. ტერმინი „სახიობა“ გამოიყენებოდა სხვადასხვაგვარ სანახაობათა აღმნიშვნელად. XII—XVIII საუკუნეში ეს სახელწოდება გამოხატავდა სამეფო კარის თეატრს, სადაც წარმოდგენილი იყო: დეკლამაცია, სიმღერა, ცეკვა, ჯამბაზების, ჟონგლიორების გამოსვლები, შეჯიბრებები სანახაობითს ჟანრებში. სახიობაში მონაწილეობდნენ სასცენო ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები: მემღერე - დრამატული მსახიობი, მახიობელი - მიმიკოსი მსახიობი, მგოსანი-მომღერალი, მუსიკოსი - კომპოზიტორი, მროკველი - მოცეკვავე მამაკაცი ან ქალი, მუშაითი - აკრობატი, ჟონგლიორი. ისინი გამოდიოდნენ როგორც საგანგებო სასახიობო შენობებში (სახლი სათამაშო), ისე საჯირითო მოედნებზე სხვადასხვა დღესასწაულების დროს.