მუტრიბი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მუტრიბი''' – ქალი მეჩანგე (სულხან-საბა ორბელიანი); მუსიკოს-დ...)
 

მიმდინარე ცვლილება 11:25, 27 აპრილი 2023 მდგომარეობით

მუტრიბი – ქალი მეჩანგე (სულხან-საბა ორბელიანი); მუსიკოს-დამკვრელები, მომღერლები და მოცეკვავენი შუასაუკუნეების საქართველოში; სახიობის მონაწილენი.

მუტრიბი არაბული წარმოშობის სიტყვაა. „ტარაბუნ“, „ტარიბა“ ნიშნავს „აღელვებულს სიხარულისაგან“. „მუტრიბუნ“ მიმღეობის ფორმაა და ნიშნავს მუსიკოსს, არტისტს, მოთამაშეს, მოცეკვავეს, „მატარაბა“ – მუსიკის შეთხზვას. ეს ძირითადი მნიშვნელობანი არაბეთიდან გადავიდა სპარსულ, თურქულ და ქართულ ლექსიკაში. „...იქმნა სიხარული გამოუთქმელი, ვითა მართებს ნადიმს და წყლიანობას ამის სახლის დიდებულთა მოყმეთა უკლებლობას, მრავალგუართა სახეობათა მუტრიბთა და მოთამაშეთა განწყობილებათა..“ („ქართლის ცხოვრება“, II, გვ. 43.)

„ვეფხისტყაოსანში“ მუტრიბი რამდენჯერმე გვხვდება როგორც სადღესასწაულო განწყობილების შემქმნელი: „მუტრიბთა და მომღერალთა მოყვარული, ღვინის მსმელი“. (სტრ. 1064)


[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები