პათოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „პათოსი“ გადაიტანა გვერდზე „პათეტიკური“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „პათეტიკური“ გადაიტანა გვერდზე „პათოსი“ გადამისამართებაზე)
 

მიმდინარე ცვლილება 11:03, 1 მაისი 2023 მდგომარეობით

პათეტიკური, პათოსი (ბერძნ. pathetikos, pathos – აღგზნება, გატაცება, მღელვარება, მგზნებარება) – დრამატული პოეტიკის ერთ-ერთი მთავარი ნიშანი. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ტრაგედიაში, თუმც ახასიათებს სხვა დრამატულ ჟანრებსაც.

პათოსი ჰეროიკისა და რომანტიკის განუყრელი ნიშანია და პირდაპირ კავშირშია პოეტურ ექსტაზთან. თავისი მარადიული ღირსების გამო, იგი ზოგიერთ თეატრალურ მიმდინარეობებში გადაიქცა მექანიკური მიბაძვის საგნად და ამის გამო შეიძინა სცენური სიყალბის ნიშნები. პათეტიკა მოვლენების და როლის ჭეშმარიტი განცდის შედეგია და ვერ ითმენს მცირეოდენ სიყალბესაც კი. მოდერნიზმისა და პოსტმოდერნიზმის ხანაში პათეტიკას ჩაენაცვლა პოეტური მედიტაცია.


მ. გეგია

[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები