სოკარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სოკარი''' („კალოობის თეატრი“) – სახალხო თეატრალური წარმოდგე...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „სოკარი“ გადაიტანა გვერდზე „კალოობის თეატრი“)

12:42, 5 მაისი 2023-ის ვერსია

სოკარი („კალოობის თეატრი“) – სახალხო თეატრალური წარმოდგენების ერთ-ერთი ფორმა ცეილონზე. სოკარი არის მახვილგონივრული კომედია ვინმე გურუ ხამიზე, მის ცოლზე და მსახურზე. წარმოდგენის დრამატურგიული საფუძველია ურთიერთობანი ქმარსა, ცოლსა და საყვარელს შორის. სოკარს სინგალელი გლეხები თამაშობენ უშუალოდ მინდორში ან კალოზე მოსავლის აღების დროს. იმპროვიზებულ სცენაზე იდგმება ლამპარი, სხვადასხვა მხარეს განლაგდებიან მთხრობელი, მომღერლები და მუსიკოსები. მსახიობები მოქმედებენ წარმოსახვითი საგნებით (რეკვიზიტის გარეშე). მუსიკალური თანხლება აგებულია სინგალის ფოლკლორულ მელოდიებზე.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები