სცენოგრაფია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''სცენოგრაფია''' – თეატრალური წარმოდგენის მხატვრული გაფორმე...) |
მიმდინარე ცვლილება 15:26, 5 მაისი 2023 მდგომარეობით
სცენოგრაფია – თეატრალური წარმოდგენის მხატვრული გაფორმების დინამიკური და მრავალფუნქციური ელემენტი, რომელიც ემსახურება ავტონომიური სცენური ესთეტიკის განვითარებას და დრამატურგიული საფუძვლის სიღრმისეულ ტრანსფორმაციას. აქედან გამომდინარე, სცენოგრაფია არის სადადგმო კონცეფციის რეზულტატი.
მე-20 ს. სცენოგრაფია სპექტაკლის სულისკვეთების უმთავრეს მუხტად აქციეს ადოლფ აპიამ და გორდონ კრეგმა. სცენოგრაფიის ცენტრად დაისახა სივრცე და მისი რიტმული მნიშვნელობა, სინათლის ვარიაციებში განთავსებული დრო და მუსიკალური ტემპი. სცენოგრაფია ჩამოყალიბდა მატერიალიზებულ სიმბოლოდ და აქედან გამომდინარე, რეჟისურის განუყოფელ ნაწილად.