ტემპი (მუსიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტემპი – (იტალ. tempo < ლათ. tempus — დრო), მეტრულად თვლადი ერთეულების ცვლადობის სიჩქარე. ტემპი მჭიდროდაა დაკავშირებული მუსიკის ხასიათთან. თავდაპირველად ტემპი ნოტებში არ აღინიშნებოდა და შემსრულებელი მუსიკის შინაარსისა და ფაქტურის მიხედვით ირჩევდა მას. XVII ს-იდან ტემპი აღინიშნება სპეციალური იტალიური ტერმინებით. ძირითადი ტემპებია: ლარგო, ლენტო, ადაჯო (ნელი), ანდანტე, მოდერატო (ზომიერი) და ალეგრო, ვივაჩე, პრესტო (ჩქარი). ტემპის აღმნიშვნელ ხელსაწყოს მეტრონომი ეწოდება. მეტრონომული აღნიშვნები, რომლებსაც კომპოზიტორი აკეთებს ნოტებში, წარმოადგენს მხოლოდ ორიენტირს შემსრულებლებისათვის. მას შეუძლია გარკვეულ ფარგლებში ამ ტემპიდან გადახრა. ყველა ცალკეულ ფრაზის ტემპი შეიძლება რამდენადმე აჩქარდეს ან შენელდეს. გვხვდება უფრო მნიშვნელოვანი გადახრები ძირითად ტემპიდან, რაც აღინიშნება ტერმინებით: აჩელერანდო, სტრინჯენდო, პიუ მოსო (აჩქარება), რალენტანდო, რიტენუტო, მენო მოსო (შენელება). თავდაპირველ ტემპზე დაბრუნება აღინიშნება ტერმინით – ტემპო პრიმო.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები