მეტრონომი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მეტრონომი – (ბერძ. metron ზომა და nomos კანონი), მუსიკალური ნაწარმოების ტემპის გასაზომი ხელსაწყო. მეტრონომის ტიპის ხელსაწყოების შექმნა დაიწყო XVII ს-ში. თანამედროვე მეტრონომი გააუმჯობესა ავსტრიელმა ოსტატმა ი. მელცელმა (1816). აქვს პირამიდის ფორმის ხის კორპუსი, რომელზეც არის დანაყოფებიანი ხის სკალა, საათის ხრახნილი მექანიზმი და ქანქარა, პატარა მოძრავი ტვირთით.
მელცელის მეტრონომით ტემპი ნოტებში პირობითად აღინიშნება MM-ით (ნაწარმოების დასაწყისში ან შუაში).