სცენური ურთიერთობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ურთიერთობა''' (სცენური) – ორგანული სცენური ქმედების უმთავრე...)
 

მიმდინარე ცვლილება 12:05, 8 მაისი 2023 მდგომარეობით

ურთიერთობა (სცენური) – ორგანული სცენური ქმედების უმთავრესი კანონი, სტანისლავსკის სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი დებულება, რომლის მიხედვით, როლში გარდასახვა დამოკიდებულია სხვა გმირების მიმართ ფსიქოლოგიური განწყობის ჩამოყალიბებაზე, რაც გულისხმობს მათი სიტყვების საკუთარი როლის პოზიციიდან მოსმენას და მათი სიტყვების თუ ქცევის მოტივაციის გრძნობად გაშიფრვას (შეფასების პროცესს). სტანისლავსკი თვლიდა, რომ ასეთი მოსმენა და დაკვირვება ხელს უწყობს მსახიობს იფიქროს და იგრძნოს თავისი პერსონაჟის მსგავსად, რომ ასეთ ურთიერთობას მოსდევს სწორი ფსიქოფიზიკური მოქმედება, ატმოსფეროს წიაღში შესვლა, განსასახიერებელი გმირის სულიერ პროცესებში წვდომა სხვა პერსონაჟებთან ორგანული ურთიერთობის ჩამოყალიბება მიჩნეულია გარდასახვის ყველაზე ეფექტურ საშუალებად.

მ. გეგია

[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები