ქორეოგრაფია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ქორეოგრაფია''' – (ძვ. ბერძ χορεία), თავდაპირველად ეს ტერმინი აღნ...)
 
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ქორეოგრაფია''' – (ძვ. ბერძ χορεία), თავდაპირველად ეს ტერმინი აღნიშნავდა [[ცეკვა|ცეკვის]] ჩაწერას. შემდგომში იგი იხმარებოდა ცეკვის ან [[ბალეტი]]ს შეთხზვის ხელოვნების მნიშვნელობით. XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისიდან კი ქორეოგრაფია ეწოდა საცეკვაო ხელოვნებას მთლიანად, ხოლო ქორეოგრაფი – [[ბალეტმაისტერი|ბალეტმაისტერს]], ცეკვებისა და ბალეტების დამდგმელს.
+
'''ქორეოგრაფია''' – (ბერძნ. choreia – ცეკვა და grapho – ვწერ) – საცეკვაო ხელოვნება ყველა ნაირსახეობით (ტერმინი ამჟამინდელი მნიშვნელოთ წარმოიშვა XIX ს. ბოლოს). ქორეოგრაფიის ხელოვნება ეფუძნება ადამიანის სხეულის მუსიკალურ-ორგანიზებულ, პირობით, სახიერ-გამომსახველ მოძრაობებს. ქორეოგრაფიის უმაღლესი ფორმაა [[ბალეტი]].
 +
 
 +
ქორეოგრაფიის ხელოვნება ჩაისახა უძველეს ხანაში და უშუალოდ გამოხატავდა ადამიანის სიხარულს შრომითი ან საომარი ქმედების წარმატებით დაგვირგვინების გამო. ამასთანავე, მას ჰქონდა მაგიური მნიშვნელობაც და საწესჩვეულებო [[რიტუალი|რიტუალების]] განუყრელი ნაწილი იყო.
 +
 
 +
დროთა განმავლობაში ცეკვამ დაკარგა საწესჩვეულებო მნიშვნელობა და იქცა დამოუკიდებელ ხელოვნებად. მან გამოსახა ადამიანის არა მხოლოდ სხეულის სილამაზე, არამედ სულის სხვადასხვა მოძრაობანი ჯერ კიდევ [[ანტიკური|ანტიკურ]] ხანაში არსებობდა პროფესიული [[ცეკვა]] როგორც დამოუკიდებელი სანახაობა. მე-16 საუკუნის დამლევს ჩამოყალიბება იწყო ბალეტმა [[ინტერმედია|ინტერმედიების]] და [[დივერტისმენტი|დივერტისმენტების]] სახით საოპერო და დრამატულ [[სპექტაკლი|სპექტაკლებში]] მე-18 საუკუნეში ბალეტი საბოლოოდ ჩამოყალიბდა [[თეატრი]]ს დამოუკიდებელ სახეობად.  
 +
 
 +
თანამედროვე ქორეოგრაფია იყოფა საყოფა-ცხოვრებო (ხალხური და სამეჯლისო) და სასცენო (საესტრადო და საბალეტო) დარგებად. საბალეტო ხელოვნებაში ქორეოგრაფია ორგანულად აერთიანებს ცეკვას, [[მუსიკა]]და დრამატულ ქმედებას.
 +
 
  
  
ხაზი 6: ხაზი 13:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი]]
+
[[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:ქორეოგრაფიული ტერმინები]]
 
[[კატეგორია:ქორეოგრაფიული ტერმინები]]

მიმდინარე ცვლილება 12:31, 11 მაისი 2023 მდგომარეობით

ქორეოგრაფია – (ბერძნ. choreia – ცეკვა და grapho – ვწერ) – საცეკვაო ხელოვნება ყველა ნაირსახეობით (ტერმინი ამჟამინდელი მნიშვნელოთ წარმოიშვა XIX ს. ბოლოს). ქორეოგრაფიის ხელოვნება ეფუძნება ადამიანის სხეულის მუსიკალურ-ორგანიზებულ, პირობით, სახიერ-გამომსახველ მოძრაობებს. ქორეოგრაფიის უმაღლესი ფორმაა ბალეტი.

ქორეოგრაფიის ხელოვნება ჩაისახა უძველეს ხანაში და უშუალოდ გამოხატავდა ადამიანის სიხარულს შრომითი ან საომარი ქმედების წარმატებით დაგვირგვინების გამო. ამასთანავე, მას ჰქონდა მაგიური მნიშვნელობაც და საწესჩვეულებო რიტუალების განუყრელი ნაწილი იყო.

დროთა განმავლობაში ცეკვამ დაკარგა საწესჩვეულებო მნიშვნელობა და იქცა დამოუკიდებელ ხელოვნებად. მან გამოსახა ადამიანის არა მხოლოდ სხეულის სილამაზე, არამედ სულის სხვადასხვა მოძრაობანი ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში არსებობდა პროფესიული ცეკვა როგორც დამოუკიდებელი სანახაობა. მე-16 საუკუნის დამლევს ჩამოყალიბება იწყო ბალეტმა ინტერმედიების და დივერტისმენტების სახით საოპერო და დრამატულ სპექტაკლებში მე-18 საუკუნეში ბალეტი საბოლოოდ ჩამოყალიბდა თეატრის დამოუკიდებელ სახეობად.

თანამედროვე ქორეოგრაფია იყოფა საყოფა-ცხოვრებო (ხალხური და სამეჯლისო) და სასცენო (საესტრადო და საბალეტო) დარგებად. საბალეტო ხელოვნებაში ქორეოგრაფია ორგანულად აერთიანებს ცეკვას, მუსიკას და დრამატულ ქმედებას.




[რედაქტირება] წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები