დივერტისმენტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დივერტისმენტი - (ფრანგ. devertisment მხიარულება, გართობა), თეატრში, XVII-XVIII სს-ში დრამატული (ზოგჯერ საოპერო ან საბალეტო) სპექტაკლის ჩართული ან დასკვნითი ნაწილი, რომელიც შედგება წარმოდგენის სიუჟეტთან დაკავშირებული სიმღერის, ცეკვებისა და კომიკური სცენების, პაროდიისა და სამხიარულო ხასიათის ნომრებისაგან.

დივერტისმენტი ყოფითი მუსიკის სახეობაა. იგი შედგებოდა რამდენიმე ნაწილისაგან (ჩვეულებრივ 4-10) და განკუთვნილი იყო სხვადასხვა საკრავიერი შემადგენლობისათვის (ერთი საკრავიდან-კამერულ ანსამბლსა და ორკესტრამდე), შეიცავდა სონატისა და სიუიტის ნიშნებს, ფართოდ იყენებდა საცეკვაო ჟანრებს, რითაც უახლოვდებოდა სერენადას, კასაციასა და ნოქტიურნს. დივერტისმენტი გვხვდება ი. ჰაიდნის, ვ. ა. მოცარტისა და სხვ. ნაწარმოებებში. XIX ს-ში დივერტისმენტი, იშვიათი გამონაკლისის გარდა (შუბერტის „უნგრული დივერტისმენტი“), გადაიქცა სალონური მუსიკის ჟანრად. XX ს-ში ტერმინი დივერტისმენტი იხმარება საბალეტო სიუიტის აღსანიშნავად.




წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები