სერენადა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სერენადა

სერენადა — (ფრანგ. serenade იტალ-დან. serenata, sera — საღამო) თავდაპირველად მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც სრულდებოდა საღამოს ან ღამით, ვისიმე სახლის წინ, თაყვანისცემის ან სიყვარულის ნიშნად, უფრო ხშირად სიმღერა მიძღვნილი სატრფოსადმი.

ვოკალური სერენადა ბარბითის, მანდოლინის ან გიტარის თანხლებით გავრცელებული იყო სამხრეთის რომანულ ხალხებთან; მისი პირველწყაროა ტრუბადურების მწუხრის სიმღერები (Serena). მე-XIX საუკუნეში სოლო ვოკალური სერენადა კამერული მუსიკის ერთ-ერთ ჟანრად იქცა, ინსტრუმენტული სერენადა ჩვეულებრივი საკონცერტო ტიპის ნაწარმოებად — კამერული ანსამბლების, სიმებიანი ან სიმფონიური ორკესტრისათვის.






წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები