დიდრო დენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დიდრო დენი“ გადაიტანა გვერდზე „დენი დიდრო“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დენი დიდრო“ გადაიტანა გვერდზე „დიდრო დენი“ გადამისამართებაზე)

14:48, 29 მაისი 2023-ის ვერსია

დიდრო დენი

დენი დიდრო – (ფრანგ. Denis Diderot, 1713-1784), ფრანგი ფილოსოფოსი, დრამატურგი, რომანისტი; ფრანგული განმანათლებლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, ენციკლოპედისტი.

მოითხოვდა ფრანგული თეატრის ძირეულ გარდაქმნას. თეატრს განიხილავდა როგორც პოლიტიკურ ტრიბუნას და აღზრდის სკოლას ილაშქრებდა კლასიციზმის კასტური შეზღუდულობის წინააღმდეგ. მისმა თეორიამ პერსონაჟის სოციალურ-ყოფითი და „საზოგადოებრივი მდგომარეობის გათვალისწინების შესახებ, რევოლუციური გადატრიალება მოახდინა იმ დროის თეატრალურ ესთეტიკაში. მის ძალისხმევას მოჰყვა „მდაბიური დრამის“ ჟანრის განმტკიცება. ამ ჟანრში მან შექმნა დრამები „უკანონო შვილი ანუ სათნოების გამოცდა“ და „ოჯახის მამა“, სადაც კლასიციზმისათვის დამახასიათებელი ლექსის ფორმა შეცვალა ჩვეულებრივი პროზაული მეტყველებით. ყოველივე ამან განაპირობა ახალი სცენური გამომსახველი საშუალებების ძიება. მისი ბოლო პიესა იყო კომედია „კარგია იგი თუ უვარგისი?“. დიდი როლი ითამაშა მისმა შეხედულებებმა მსახიობის ხელოვნებაზე. ცნობილ ტრაქტატში „პარადოქსი მსახიობის შესახებ“, იგი აყალიბებს მოაზროვნე მსახიობის კონცეფციას. მისი ესთეტიკური შეხედულებანი გადმოცემულია ენციკლოპედიის სტატიაში „მშვენიერება“, კრიტიკულ წერილებში პარიზის მხატვართა გამოფენების ირგვლივ (და სხვ.).


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები