ელენშლეგერი ადამ გოტლობ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ადამ გოტლობ ელენშლეგერი''' – (''დან.'' Adam Gottlob Oehlenschläger, 1779-1850), დანიელი ...) |
15:13, 30 მაისი 2023-ის ვერსია
ადამ გოტლობ ელენშლეგერი – (დან. Adam Gottlob Oehlenschläger, 1779-1850), დანიელი პოეტი და დრამატურგი.
ნაციონალური რომანტიზმის მანიფესტად იქცა მისი კომედია „თამაშები ღამეში წმინდა ჰანსობაზე“. დემოკრატიული ზნეობის იდეალს მიეძღვნა მისი დრამატული პოემა „ალადინი, ანუ ჯადოსნური ლამპა“. ამ პიესაში შერწყმული იყო ფოლკლორულ-ფანტასტიკური და ყოფითი საწყისები. მე-19 საუკუნის პირველ მეოთხედში მან ნოვატორულად გაიაზრა კლასიკური ტრაგედიის ჟანრული კანონები. მან შექმნა ნაციონალურ-ისტორიული ტრაგედიები ძველსკანდინავურ ქრონიკების და თქმულებების მიხედვით. მისი დრამატურგია იქცა დანიური თეატრის განუყოფელ ნაწილად.