ენიკი ლეონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ენიკი ლეონ“ გადაიტანა გვერდზე „ლეონ ენიკი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლეონ ენიკი“ გადაიტანა გვერდზე „ენიკი ლეონ“ გადამისამართებაზე)

15:36, 30 მაისი 2023-ის ვერსია

ლეონ ენიკი – (ფრანგ. Léon Hennique, 1851-1935), ფრანგი მწერალი, დრამატურგი. თანამშრომლობდა ა. ანტუანთან, რომელმაც „თავისუფალ თეატრში“ დადგა მისი პიესები „ჟაკ დამური“ (ე. ზოლას ნოველის მიხედვით) და „ესტერ ბრანდესი“. ნატურალისტური ესთეტიკით დაწერილი ეს პიესები საფუძვლად დაედო „თავისუფალი თეატრის“ პროგრამას პირველ ეტაპზე. დრამამ „ჰერცოგ ანგიენელის სიკვდილი“, ანტუანის აზრით, ხელი შეუწყო ისტორიული დრამატურგიის აღორძინებას და განახლებას. ამ პიესების დადგმამ, პარიზის სხვა თეატრების ყურადღება მიიპყრო. სხვადასხვა თეატრებში დაიდგა მისი პიესები „მატყუარა“ (ა. დოდესთან ერთად), „სხვისი ფული“, „ჟარნაკი“ (ჟ. გრავიესთან ერთად) და სხვ.



წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები