თესპიდე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''თესპიდე''' – (''ბერძ.'' Θέσπις, მე-6 ს. მე-2 ნახ. ძვ.წ.), ძველბერძენი პოეტ...) |
მიმდინარე ცვლილება 11:34, 1 ივნისი 2023 მდგომარეობით
თესპიდე – (ბერძ. Θέσπις, მე-6 ს. მე-2 ნახ. ძვ.წ.), ძველბერძენი პოეტი. ანტიკური წყაროების თანახმად, იგი ავტორია მის მიერვე საბერძნეთში პირველი დადგმული ტრაგედიისა დიდი დიონისობის ათენის დღესასწაულზე (534-533 ძვ.წ.). მას მიეწერება მოქმედებაში მსახიობის შეყვანა, რომელიც ქოროს პარტიების შუალედში მაყურებელს ატყობინებდა ორქესტრას მიღმა მიმდინარე მოვლენების შესახებ, პასუხობდა ქოროს შეკითხვებს (გადმოცემის მიხედვით, ეს მსახიობი თავად იყო), ვარაუდობენ, რომ მან პირველმა გამოიყენა ნიღბები. მისმა ნაწარმოებებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია.