მოქმედება (სამსახიობო ხელოვნება)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მოქმედება – სამსახიობო ხელოვნების უძლიერესი გამომსახველი საშუალება (როგორც ბგერამუსიკაში, ფერიფერწერაში, სიტყვა – მხატვრულ ლიტერატურაში), გარდასახვის ფუძეთაგანი მისი შემწეობით მსახიობი გადმოსცემს პერსონაჟის განცდებს, ფიქრებს, სულიერ რაობას. იგი გამომდინარეობს გმირის სულიერი ცხოვრებიდან, მაგრამ აისახება ფიზიკურ ქმედებაში, მოძრაობაში, მეტყველებაში. აქ მჟღავნდება ადამიანის მიზნები, რასაც მოსდევს მისი შინა- განი სამყაროს გამომზეურება (მსოფლმხედველობა, აზრები, ნება, გრძნობები და ა.შ.).

ადამიანი განუყრელად დაკავშირებულია გარე სამყაროსთან და სწორედ მოქმედებით ცდილობს თავისი მიზნების რეალიზებას. ადამინის მიზნებს კი წარმოშობს ზოგადად ცხოვრებისეული ინტერესები, გამოცდილება, მსოფლმხედველობა, ინდივიდუალური ხასიათი, აღზრდა, გემოვნება, ჩვევები. როლში გარდასახვა წარმოუდგენელია ყოველივე ამის გათვალისწინების გარეშე. მაგრამ, ამასთანავე, პერსონაჟის გამოძერწვა დაუსრულებელი პროცესი იქნებოდა, მსახიობის საშველად მისი ინტუიცია რომ არ მოდიოდეს. ხოლო ინტუიციის ამუშავების საუკეთესო საშუალებაა მოქმედება, ანუ ყურადღების კონცენტრირება პერსონაჟის მიზნებსა და ამოცანებზე. ეს ყოველივე აუცილებელია მაშინაც კი, როცა როლი იქმნება პირობითი ხერხებით (პარაბოლა, გროტესკი და სხვ.). პირობითობა ეფექტურია მაშინ, როცა ის რეალობისაგან ქმნის მხატვრულ ფორმულას. მსახიობი სცენაზე არ ლაპარაკობს, ის სიტყვებს წარმოთქვამს. იგი სცენაზე კი არ დადის, არამედ მხატვრულად მოძრაობს. მაგრამ წარმოთქმაც და მხატვრული მოძრაობაც შენიღბულია სწორედ ზუსტი მოქმედების წყალობით, რაც გულისხმობს პარტნიორის მოსმენას, მასზე ზემოქმედებას, მისი ზემოქმედების აღქმას და განცდას. ამაზეა დამყარებული როლის ინტერპრეტაციაც და გამოსახვის მხატვრული ფორმაც.

მ. გეგია

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები