ინტუიცია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ინტუიცია − (ლათ. intueor – დაჟინებით, დაძაბულად ცქერა), ჭეშმარიტების უშუალო წვდომა, პირდაპირი აღმოჩენა, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე.

ინტუიციის ცნებაში, ისტორიულად, სხვადასხვა შინაარსი იქნა განთავსებული. ზოგიერთი განმარტებით, ინტუიცია არის საგნის უშუალო ინტელექტუალური წვდომა (ინტელექტუალური ინტუიცია) პლატონის მტკიცებით, იდეათა აბსოლუტური წვდომა არის უშუალო ცოდნა, რომელიც გვევლინება როგორც უცაბედი, ზეგრძნობადი გასხივოსნება, მაგრამ ამასთანავე, იგი არის გონების ხანგრძლივი შემზადების შედეგიც ანტიკური ხანიდან მოყოლებული, ინტუიცია უპირისპირდებოდა შემეცნების არა მხოლოდ გრძნობად ფორმებს, არამედ დისკურსიულ, ლოგიკურ აზროვნებას. დეკარტეს აზრით, ჭეშმარიტების წვდომის პროცესში, არც გრძნობაა სანდო და არც წარმოსახვითი აზროვნება; მხოლოდ ნათელ, დაკვირვების უნარიან გონებას, უაღრესად მარტივს და მკაფიოს, შესწევს ძალა განჭვრიტოს ჭეშმარიტება.

ინტუიცია განიხილება, აგრეთვე, როგორც ინსტინქტი, დამახასიათებელი ცოცხალი ორგანიზმებისათვის (ბერგსონი), როგორც შემოქმედების არული, არაცნობიერი პირველპრინციპი (ფროიდი).

ინტუიციას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება შემოქმედების პროცესში, განსაკუთრებით კი, მსახიობის ხელოვნებაში, სადაც მხატვრული სახის შექმნა, თავად მსახიობთა მტკიცებით, ძირითადად ინტუიციაზეა დაფუძნებული. სტანისლავსკის სისტემის ძირითადი მიზანი გონისმიერი გზით ინტუიციის ამოქმედებაა.

მ. გეგია

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები