კინი ედმუნდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Edvard kini.PNG|thumb|ედმუნდ კინი ჰამლეტის როლში ]]
+
[[ფაილი:Edvard kini.PNG|thumb|150პქ|ედმუნდ კინი ჰამლეტის როლში ]]
'''ედმუნდ კინი''' – (1787-1833), ინგლისელი მსახიობი. ინგლისური სცენური რომანტიზმის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი.  
+
'''ედმუნდ კინი''' – (''ინგლ.'' Edmund Kean, 1787-1833), ინგლისელი მსახიობი. ინგლისური სცენური რომანტიზმის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი.  
  
12 წლის ასაკში გახდა მოხეტიალე მსახიობი, 14 წლისა თამაშობდა პროვინციულ ქალაქებში და უკვე მიიქცია საყოველთაო ყურადღება. 1814 წ. იგი პირველად გამოვიდა ლონდონის სცენაზე შეილოკის [[როლი (მსახიობის)|როლში]] (შექსპირის „ვენეციელი ვაჭარი“). 1814-16 წწ. ლონდონში ნათამაშევმა შექსპირულმა როლებმა მას ინგლისის საუკეთესო ტრაგიკოსის სახელი მოუტანა. მან შექმნა ახალი ესთეტიკური პროგრამა, რითაც დაუპირისპირდა [[კლასიციზმი თეატრალურ ხელოვნებაში|კლასიციზმს]]. მან სცენა აქცია მნიშვნელოვანი პრობლემების ტრიბუნად. მისი რომანტიკული გმირები, ძლიერ ნებასთან ერთად, არაფრით განსხვავდებოდნენ ჩვეულებრივი ადამიანებისაგან. სწორედ ამ თვისების გამო, მას ჰყავდა მაყურებელთა ძალზე ფართო წრე. იგი ოსტატურად ფლობდა პაუზის ხელოვნებას, იყენებდა კონტრასტულ [[ინტონაცია|ინტონაციებს]], მკაფიოდ გამოსახავდა [[გმირი (თეატრი)|გმირი]]ს გარეგნულ ნიშნებს, რომელთა შემწეობით გადმოსცემდა გმირის სულიერი მოძრაობის ყველა ნიუანსს. შექსპირის გმირები მან დაინახა სრულიად ახალი, მოულოდნელი კუთხით, რამაც ორმაგად გაზარდა მისი, როგორც მსახიობის მნიშვნელობა. მისი ყოველი ახალი როლი იწვევდა ფართო საზოგადოებრივ რეზონანსს. მტრულად განწყობილი კლასიცისტური კრიტიკა ყოველმხრივ ცდილობდა მისი მიღწევების მიჩქმალვას. სწორედ ამის გამო იგი ვერ გახდა [[თეატრი]] „დრური-ლეინის“ ხელმძღვანელი.
 
ხაზი 8: ხაზი 11:
 
[[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[კატეგორია:ინგლისელი მსახიობები]]
 
[[კატეგორია:ინგლისელი მსახიობები]]
 +
[[კატეგორია:მსახიობები]]

15:25, 1 ივნისი 2023-ის ვერსია

ედმუნდ კინი ჰამლეტის როლში

ედმუნდ კინი – (ინგლ. Edmund Kean, 1787-1833), ინგლისელი მსახიობი. ინგლისური სცენური რომანტიზმის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი.

12 წლის ასაკში გახდა მოხეტიალე მსახიობი, 14 წლისა თამაშობდა პროვინციულ ქალაქებში და უკვე მიიქცია საყოველთაო ყურადღება. 1814 წ. იგი პირველად გამოვიდა ლონდონის სცენაზე შეილოკის როლში (შექსპირის „ვენეციელი ვაჭარი“). 1814-16 წწ. ლონდონში ნათამაშევმა შექსპირულმა როლებმა მას ინგლისის საუკეთესო ტრაგიკოსის სახელი მოუტანა. მან შექმნა ახალი ესთეტიკური პროგრამა, რითაც დაუპირისპირდა კლასიციზმს. მან სცენა აქცია მნიშვნელოვანი პრობლემების ტრიბუნად. მისი რომანტიკული გმირები, ძლიერ ნებასთან ერთად, არაფრით განსხვავდებოდნენ ჩვეულებრივი ადამიანებისაგან. სწორედ ამ თვისების გამო, მას ჰყავდა მაყურებელთა ძალზე ფართო წრე. იგი ოსტატურად ფლობდა პაუზის ხელოვნებას, იყენებდა კონტრასტულ ინტონაციებს, მკაფიოდ გამოსახავდა გმირის გარეგნულ ნიშნებს, რომელთა შემწეობით გადმოსცემდა გმირის სულიერი მოძრაობის ყველა ნიუანსს. შექსპირის გმირები მან დაინახა სრულიად ახალი, მოულოდნელი კუთხით, რამაც ორმაგად გაზარდა მისი, როგორც მსახიობის მნიშვნელობა. მისი ყოველი ახალი როლი იწვევდა ფართო საზოგადოებრივ რეზონანსს. მტრულად განწყობილი კლასიცისტური კრიტიკა ყოველმხრივ ცდილობდა მისი მიღწევების მიჩქმალვას. სწორედ ამის გამო იგი ვერ გახდა თეატრი „დრური-ლეინის“ ხელმძღვანელი.

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები