ევკლიდე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: 180px '''ევკლიდე''' (ძვ. წ. 365? – 300?) — ძველი საბერძნეთი...)

17:05, 1 ივნისი 2023-ის ვერსია

Evklide.PNG

ევკლიდე (ძვ. წ. 365? – 300?) — ძველი საბერძნეთის მათემატიკოსი; შეისწავლიდა გეომეტრიას, ოპტიკას, მუსიკას. ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო მათემატიკის ლოგიკური საფუძვლების შესწავლა. დაწერა „საწყისები“, რომელიც წარმოადგეს გეომეტრიასა და ალგებრაში ძველი საბერძნეთის მათემატიკის სხვადასხვა დარგის სისტემურ გადმოცემას, მოიცავს 13 წიგნს; აქ პირველად გადმოცემულია გეომეტრიის საფუძვლები; ფართობისა და მოცულობის გამოთვლის მეთოდი; ფარდობათა თეორია და ამოწურვის მეთოდი; იგი მათემატიკური თეორიის აგების ნიმუშად იქცა: მან დაამტკიცა მარტივი რიცხვების სიმრავლის უსასრულობა; შემოიღო ირაციონალური რიცხვის ცნება, მეცნიერების ისტორიაში შექმნა პირველი აქსიომატური მეთოდი. გეომეტრიაში ჩამოაყალიბა მეხუთე პოსტულატი (პარალელობის პოსტულატი); უდიდესი გავლენა მოახდინა მათემატიკის განვითარებაზე.



წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები