კრებადობის წრე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''კრებადობის წრე''' — ხარისხოვანი მწკრივის :::a<sub>o</sub> +a<sub>1</sub>(z-z<sub>0</sub>...) |
15:46, 6 ივნისი 2023-ის ვერსია
კრებადობის წრე — ხარისხოვანი მწკრივის
- ao +a1(z-z0) + a2(z-z0)2 + … + an(z-z0)n + …
კრებადობის წრეს |z–z0|< R გააჩნია ის თვისება, რომ ამ წრის შიგნით მწკრივი კრებადია, ხოლო წრის გარეთ განშლადი. წრის საზღვრის (წრეწირის) |z–z0|= R წერტილებში მწკრივი შეიძლება იყოს, როგორც კრებადი, ასევე განშლადი.
კრებადობის წრის R რადიუსი განისაზღვრება კოში-ადამარის ფორმულით:
ხარისხოვანი მწკრივი განიხილება როგორც ნამდვილ, ასევე კომპლექსურ რიცხვთა ველში.
როცა z0=x0 ნამდვილი რიცხვია, მაშინ ნამდვილი 0x ღერძის ნაწილს, რომელიც კრებადობის წრის შიგნითაა მოთავსებული, კრებადობის ინტერვალი ეწოდება.