ჰერაკლიტე ეფესელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: წარწერის ტექსტი '''ჰერაკლიტე ეფესელი''' ...) |
16:58, 8 ივნისი 2023-ის ვერსია
ჰერაკლიტე ეფესელი − (ძვ. ბერძ. Ἡράκλειτος ὁ Ἐφέσιος, დაახლ. 540–480 ძვ.წ.), ძველბერძენი ფილოსოფოს-პანთეისტი, იონიური სკოლის წარმომადგენელი. პირველარსად მიიჩნევდა ცეცხლს, რომელიც მისი გაგებით არის სული და გონი (ლოგოსი). იგი „ზომებით გიზგიზებს და ზომებით ქრება“; გამოთქვა მოსაზრება მუდმივი ცვალებადობის შესახებ („ყველაფერი მიედინება“, „ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ“). დაპირისპირებულნი მუდმივად ბრძოლაში არიან („განხეთქილება ყველაფრის მამაა“), ამავე დროს კოსმოსში არსებობს ფარული ჰარმონია.