აბსოლუტური სიდიდე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 30: ხაზი 30:
 
[[მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
 
[[მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
  
[[კატეგორია:ფიზიკა‏‎]]
 
 
[[კატეგორია:მათემატიკა]]
 
[[კატეგორია:მათემატიკა]]
 +
[[კატეგორია:ალგებრა]]

13:39, 12 ივნისი 2023-ის ვერსია

აბსოლუტური სიდიდენამდვილი ან კომპლექსური რიცხვის აბსოლუტური სიდიდე იგივეა, რაც ამ რიცხვის მოდული. ნამდვილი რიცხვის აბსოლუტური სიდიდე ტოლია თვით ამ რიცხვისა, თუ იგი დადებითია, და ტოლია მოპირდაპირე რიცხვისა, თუ იგი უარყოფითია, ხოლო ტოლია ნულისა, თუ რიცხვი ნულის ტოლია. a რიცხვის აბსოლუტური სიდიდე აღინიშნება |a| ან mod a სიმბოლოთი. ნებისმიერი a და b რიცხვებისათვის (a, b ∈ R):

|a| = |—a|; a ≤|a|;

|a|=a, თუ a ≥ 0, და |a|=-a თუ a< 0;

|a| ≥ 0, თუ |a|= 0 მაშინ a= 0;

|a+b|≤|a|+|b|;

|a +b| ≤ |a| + |b|;

||a| - |b|| ≤ |a-b|;

|ab| = |a| . |b|; |a/b| = |a|/|b| (b≠0)

თუ |a|≤ A და |b|≤ B, მაშინ a + b ≤ A+B და |ab| ≤ AB.

|a+ib| კომპლექსური რიცხვის აბსოლუტური მნიშვნელობაა

Absoluturi sidide gv.png



რიცხვის აბსოლუტური სიდიდე გეომეტრიულად გამოსახავს მანძილს ათვლის სისტემის სათავიდან საკოორდინატო წრფის იმ წერტილამდე, რომელსაც ეს რიცხვი შეესაბამება.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები