კათოლიკოსი მიქაელ IV

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მიქაელ IV (ქართლის კათოლიკოსი)“ გადაიტანა გვერდზე „[[კათოლიკოსი მი...)
(წყარო)
 
ხაზი 7: ხაზი 7:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში.
+
[[ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში]]
  
  

მიმდინარე ცვლილება 15:37, 16 ივნისი 2023 მდგომარეობით

კათოლიკოსი მიქაელ IV - ქართლის კათოლიკოსი 1178-1187 წწ.; მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი, სამთვისის და აწყურის კათედრების საჭეთმპყრობელი 1184 წ.

ამ მაღალი საეკლესიო თანამდებობების მიღება მიქაელ კათოლიკოსს მოუხერხებია ანტონ გლონისთავისძის გადადგომის შემდეგ, რაშიც, თამარის მეორე ისტორიკოსის ირიბი მინიშნებებით, მისივე ხელი ერია. ისტორიკოსი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელობა კათალიკოსმა „მოივერაგა“. მიქელ კათალიკოსისა და მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის შემთხვევა მკაფიოდ ავლენს იმ შეფარულ წინააღმდეგობას, რომელიც მომწიფებული იყო კათოლიკოსის ინსტიტუტსა და მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს შორის.

მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელს ფართო უფლებები ჰქონდა ჩარეულიყო საეკლესიო ცხოვრებაში, მას ებარა მრავალრიცხოვანი სამეფო ეკლესია-მონასტრების მეურვეობა, წყვეტდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც იყო ეპარქიების საჭეთმპყრობელთა კანდიდატურების შერჩევა და სხვ. თამარმა მისი მეორედ კურთხევის შემდეგ დააბრუნა ანტონ გლონისთავისძე მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის თანამდებობაზე, ხოლო ყუთლუ არსლანის გამოსვლის შემდეგ მოწვეულ საეკლესიო კრებზე შეეცადა მიქაელის კათალიკოსობიდან გადაყენებასაც, მაგრამ მღვდელმთავართა უმეტესობამ მიქაელის მხარე დაიჭირა.


[რედაქტირება] წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები