ვლასენკო ლეო
(→წყარო) |
|||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
| − | მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი | + | [[მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]] |
==იხილე აგრეთვე== | ==იხილე აგრეთვე== | ||
11:22, 19 ივნისი 2023-ის ვერსია
ვლასენკო ლეო (ლევ) ნიკოლოზის ძე - (რუს. Лев Никола́евич Вла́сенко 24. XII. 1928, თბილისი, – 23. VIII. 1996, მოსკოვი), რუსი პიანისტი და პედაგოგი, რსფსრ სახალხო არტისტი.
1946 წელს დაამთავრა თბილისის ცენტრალური მუსიკალური სკოლა-ათწლედი ა. ვირსალაძის ხელმძღვანელობით და მასთანვე სწავლობდა 2 წელი თბილისის კონსერვატორიაში. 1953 დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია ი. ფლიერის ხელმძღვანელობით, მასთანვე გაიარა ასპირანტურა. გასტროლებს მართავდა სსრკ ქალაქებში და უცხოეთში, ხშირად თბილისში. I პრემია ფ. ლისტის სახელობის კონკურსზე ბუდაპეშტში (1956), II პრემია პ. ჩაიკოვსკის სახელობის კონკურსზე მოსკოვში (1958). 1957-იდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა მოსკოვის კონსერვატორიაში (1976-იდან პროფესორი). მოწაფეებს შორის არის მ. პლეტნიოვი.
(გ. ტორაძე)
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი
