იაჰვე
(→წყარო) |
|||
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
== წყარო == | == წყარო == | ||
| − | * | + | * [[ქრისტიანობის ლექსიკონი]] |
[[კატეგორია:ბიბლია]] | [[კატეგორია:ბიბლია]] | ||
[[კატეგორია:მამა ღმერთის სახელები]] | [[კატეგორია:მამა ღმერთის სახელები]] | ||
22:33, 19 ივნისი 2023-ის ვერსია
იაჰვე - ღმრთის ებრაული სახელი, რომელიც აღნიშნავს „მე ვარ, მე ვიქნები შენთან“ (გამ. 3:14). წმიდა ტეტრაგრამა, ანუ ღმრთის სახელის ოთხი თანხმოვანი, ებრაულ ბიბლიაში 6823-ჯერ გვხვდება. ის პირველ ბიბლიურ ტექსტებშია ნახსენები (დაბ. 2-3), თუმცა მისი აღმოცენება მოსესათვის ღმრთის გამოცხადების ხანას უკავშირდება (შდრ. გამ. 3:13, შმდ.). წმიდა ტეტრაგრამა დღემდე ხმოვანთა გარეშე იწერება: მართლაც, Jhwh გამოუთქმელია, ანუ მას პატივისცემის ნიშნად არასოდეს წარმოთქვამენ. მის ნაცვლად წარმოითქმის სიტყვა ადონაი (= უფალო ჩემო). ღმრთის სახელს მხოლოდ უმაღლესი მღვდელმსახური წარმოთქვამდა წელიწადში ერთხელ, ვიპურის დღესასწაულზე. მისი მნიშვნელობა სცილდება ყოფნის იდეას, ფილოსოფიური გაგებით, და მოიცავს ღმრთის მონაწილეობას ისრაელის ისტორიაში, განსაკუთრებით - გამოსვლაში (= მე ვარ ის, ვინც ათავისუფლებს). იაჰვეს სახელიდან მომდინარეობს იაჰვისტური ტრადიცია, ხუთწიგნეულის ოთხ წყაროთაგან ერთ-ერთი. იესო თავის თავს უწოდებს სახელს „მე ვარ“, რის გამოც მას მკრეხელობაში ადანაშაულებენ (იოან. 8:24.28.58; 13:19; 18:5.8; გამოცხ. 1:8).