ლიმონი პონდეროზა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
ხაზი 27: ხაზი 27:
  
 
==წყარო ==
 
==წყარო ==
საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი = Атлас культурной флоры Грузии = Atlas for the cultivated Flora of Georgia / ნ. ხომეზურიშვილი და ელ. ერისთავი ; საქართველოს სსრ მიწსახკომი. ლ.პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი. ტ. 3 : ციტრუსები / ე. თოფურიძე, მ. ტაბლიაშვილი და ვ. შანიძე ; რედ. და წინასიტყვ. ავტ.: [[ნიკოლოზ კეცხოველი|ნ. კეცხოველი]].
+
[[საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი]]
  
  
 
[[კატეგორია:ციტრუსები]]  
 
[[კატეგორია:ციტრუსები]]  
 
[[კატეგორია:ლიმონ-ციტრონები]]
 
[[კატეგორია:ლიმონ-ციტრონები]]

მიმდინარე ცვლილება 15:16, 20 ივნისი 2023 მდგომარეობით

ლიმონი პონდეროზა

ლიმონი პონდეროზა - დაბალი ბუჩქია, ვარჯი უხვადაა დატოტვილი, დატოტვის კუთხე 35–400-ს უდრის, სიმაღლე 2,5–3 მეტრს. ძირითადი ძლიერი ტოტი 4–5-ია, ყლორტები მრგვალი, მუქი მწვანე, შეუბუსავი, ნორჩი ნაწილები შეფერილია იისფრად. კვირტები მკვეთრი კონუსისებრია, ოდნავ შებუსვილი. მახვილი და საშუალო ზომის ეკლები მცირე რაოდენობით აქვს.

ფოთლები მუქ-მწვანე ოვალურია, ფუძე ბლაგვსოლისებრია, ზომა 12X7 სმ. ყუნწი ბრტყელია, ვიწროფრთიანი, სიგრძე 1–1,5 სმ.

ყვავილი თითოეულა ან ორ-ორია. ხშირია მცირეყვავილიანი მტევანიც (8–9 ყვავილი); ყვავილობა გაჭიანურებული იცის. მასობრივად ყვავილობს მაისის და ივნისის თვეში, მცირეოდენ ყვავილებს ზაფხულში და შემოდგომაზეც ვხვდებით. ყვავილები დიდი, მეტად ვარიაბილურია, გვირგვინი გარედან შეფერილია, ბუტკოს სვეტი და მტვრიანების ძაფები ერთნაირი სიგრძისაა, მტვრიანები – 25–30.

ლიმონი პონდეროზა

ნაყოფი მსხლისებრია, სიმაღლე – 9,5–13, 5., დიამეტრი – 9–9,5 სმ., წონა – 560–595 გრ.

ნაყოფის კანი მწვანე-ყვითელია, სრული სიმწიფისას კი სულ ყვითლდება. სისქე – 0,7–1,2 სმ., გემო მწარეა, ნაყოფის ზედაპირი ოდნავ ბორცვიანია, ეთერზეთოვანი ჯირკვლები დიდი რაოდენობით აქვს. არომატი პომპელმუსის და ლიმონის ერთადაა შეზავებული.

ნაყოფი – 10–12, სამკუთხოვანი, სოლისებრი, სქელაპკიანი, სეგმენტიანია, სირბილე მწვანეა, მსხვილმარცვლოვანი.

წვენი აქვს საშუალო რაოდენობისა, მკრთალი, მწვანე, ნაკლებად მჟავე (სიმჟავიანობა – 4,9%). საწვნე უჯრედები მსხვილი და თითისტარისებრია. თესლმრავალია, 40–80.

ნაყოფი დეკემბერში მწიფდება. გვიანი ყვავილობის ნაყოფი შემდეგი წლის გაზაფხულამდე ხეზე რჩება.

ავადმყოფობისაგან ნაკლებად ზიანდება, კარგად უძლებს ვერცხლისფერ ტკიპას.

ეს ჯიში აჭარაში, ქობულეთისა და ბათუმის რაიონებში თითო-ოროლა ხის სახით გვხვდება. ფიქრობენ, რომ ის პომპელმუსის და ლიმონის ჰიბრიდს წარმოადგენს. ლიმონი პონდეროზა ლიმონის სუროგატია, მისი გამოყენება შეიძლება საშაქარლამო წარმოებაში.



[რედაქტირება] წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები