ლაგრანჟი ჟოზეფ ლუი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ლაგრანჟი ჟოზეფ ლუი''' (1736 – 1813), ფრანგი მათემატიკოსი და მექანიკ...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ლაგრანჟი ჟოზეფ ლუი''' (1736 – 1813), ფრანგი მათემატიკოსი და მექანიკოსი. დაიბადა [[იტალია|იტალიის]] ქალაქ ტურინში. 19 წლისა გახდა ტურინის არტილერიის სკოლის [[მათემატიკა|მათემატიკის]] პროფესორი. შემდეგ იგი მოღვაწეობდა ბერლინში (1766 – 1786), პარიზში (1786 წ-დან).
+
[[ფაილი:Lagranji Jozef lui.PNG|მარჯვნივ|thumb|'''ლაგრანჟი ჟოზეფ ლუი''']]
  
 +
'''ლაგრანჟი ჟოზეფ ლუი''' (1736 – 1813), ფრანგი მათემატიკოსი და მექანიკოსი. დაიბადა [[იტალია|იტალიის]] ქალაქ ტურინში. 19 წლისა გახდა ტურინის არტილერიის სკოლის [[მათემატიკა|მათემატიკის]] პროფესორი. შემდეგ იგი მოღვაწეობდა ბერლინში (1766 – 1786), პარიზში (1786 წ-დან).
 
ძირითადი, მნიშვნელოვანი შრომები შეეხებიან ვარიაციული აღრიცხვას, ანალიზურ და თეორიულ მექანიკას, [[გეომეტრია]]ს, დიფერენციალურ განტოლებათა თეორიას, [[მათემატიკური ანალიზი|მათემატიკურ ანალიზს]], [[რიცხვთა თეორია|რიცხვთა თეორიას]], თეორიულ ასტრონომიას და სხვ.
 
ძირითადი, მნიშვნელოვანი შრომები შეეხებიან ვარიაციული აღრიცხვას, ანალიზურ და თეორიულ მექანიკას, [[გეომეტრია]]ს, დიფერენციალურ განტოლებათა თეორიას, [[მათემატიკური ანალიზი|მათემატიკურ ანალიზს]], [[რიცხვთა თეორია|რიცხვთა თეორიას]], თეორიულ ასტრონომიას და სხვ.
  

16:51, 28 ივნისი 2023-ის ვერსია

ლაგრანჟი ჟოზეფ ლუი

ლაგრანჟი ჟოზეფ ლუი (1736 – 1813), ფრანგი მათემატიკოსი და მექანიკოსი. დაიბადა იტალიის ქალაქ ტურინში. 19 წლისა გახდა ტურინის არტილერიის სკოლის მათემატიკის პროფესორი. შემდეგ იგი მოღვაწეობდა ბერლინში (1766 – 1786), პარიზში (1786 წ-დან). ძირითადი, მნიშვნელოვანი შრომები შეეხებიან ვარიაციული აღრიცხვას, ანალიზურ და თეორიულ მექანიკას, გეომეტრიას, დიფერენციალურ განტოლებათა თეორიას, მათემატიკურ ანალიზს, რიცხვთა თეორიას, თეორიულ ასტრონომიას და სხვ.

ჯერ კიდევ ტურინში მოღვაწეობის პერიოდში გამოაქვეყნა წმინდა ანალიზური ვარიაციული აღრიცხვა (1760- 1761), სადაც მრავალი ორიგინალური აღმოჩენაა და ბრწყინვალედ გადამუშავებული ისტორიული მასალა. ლაგრანჟმა თავისი თეორია მაშინვე გამოიყენა დინამიკის ამოცანებში, ამასთანავე იგი სარგებლობდა უმცირესი ქმედების პრინციპის ეილერისეული ფორმულირებით.

ლაგრანჟის ძირითადი ქმნილებაა მისი კლასიკური ტრაქტატი „ანალიზური მექანიკა“, რომელიც 1788 წელს გამოქვეყნდა პარიზში.

ლაგრანჟის „ანალიზური მექანიკა“ ყველაზე ღირებული ნამუშევარია, რომელიც გამოქვეყნდა ნიუტონის „საწყისებიდან“ 100 წლის შემდეგ. მასში ანალიზის მთელი ძალა გამოყენებულია წერტილისა და მყარი სხეულის მექანიკის საკითხების სრულყოფისათვის. ამ წიგნში დამუშავებულია და განვითარებულია ეილერის, დალამბერისა და XVIII ს-ის მათემატიკოსების მიერ მიღებული მნიშვნელოვანი შედეგები.

ამ ნაშრომში ლაგრანჟი მიზნად ისახავდა შეემუშავებინა მექანიკის ისეთი აპარატი, რომელიც საშუალებას მისცემდა ნებისმიერი მექანიკური ამოცანის ამოხსნა მიეყვანა დიფერენციალური განტოლების ამოხსნაზე ტრაქტატის შესავალში ლაგრანჟი წერდა: „მექანიკის შესახებ მრავალი ტრაქტატი არსებობს, მაგრამ ამ ტრაქტატის გეგმა სრულიად ახალია. მე მიზნად დავისახე მექანიკის თეორია და მასთან დაკავშირებული ამოცანების ამოხსნის მეთოდები დავიყვანო ზოგად ფორმულებამდის, რომელთა მარტივი განვითარება იძლევა თითოეული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო ყველა განტოლებას. ჩემს მიერ ჩამოყალიბებული მეთოდები არ საჭიროებენ არც აგებებს, არც გეომეტრიულ ან მექანიკურ მსჯელობებს. ისინი საჭიროებენ მხოლოდ ალგებრულ ოპერაციებს, გეგმაზომიერ და ერთგვაროვან სვლებს რომ ექვემდებარებიან. ყველა, ვისაც ანალიზი უყვარს, კმაყოფილებით დარწმუნდება იმაში, რომ მექანიკა ხდება ანალიზის ახალი დარგი, და ჩემი მადლიერები იქნებიან იმისათვის, რომ ამ გზით მე გავაფართოვე მისი გამოყენების არე“.

მექანიკის შემდგომი განვითარება გვიჩვენებს, რომ ლაგრანჟმა ბრწყინვალედ გადაწყვიტა ეს ამოცანა.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები