მათემატიკური ანალიზი
მათემატიკური ანალიზი - ერთობლიობა მათემატიკის დარგებისა, რომელთა მიზანია ფუნქციებისა და მათი განზოგადებების კვლევა უსასრულოდ მცირეთა მეთოდებით.
მათემატიკურ ანალიზს ჩვეულებრივ მიეკუთვნება დიფერენციალური და ინტეგრალური აღრიცხვა, მწკრივთა თეორია, ნამდვილი და კომპლექსური ცვლადის ფუნქციათა თეორია, დიფერენციალურ განტოლებათა თეორია, ანალიზურ ფუნქციათა თეორია, ინტეგრალურ განტოლებათა თეორია, ვარიაციული აღრიცხვა.
მათემატიკურ ანალიზს პირველად ვხვდებით XVII - XVIII საუკუნეებში მოღვაწე ი. ნიუტონის, გ. ლაიბნიცის, ლ. ეილერის და სხვა მათემატიკოსების შრომებში. მათემატიკური ანალიზი ზღვრის ცნების საშუალებით დაამკვიდრა ო. კოშიმ.
კლასიკური მათემატიკური ანალიზის ბუნებრივ გაგრძელებას წარმოადგენს ფუნქციონალური ანალიზი.
მათემატიკური ანალიზის პირველი სახელმძღვანელო შეადგინა იოჰან ბერნულის მოწაფემ - ლოპიტალმა; მან თავისი მასწავლებლის ლექციები გამოაქვეყნა „დიფერენციალურ აღრიცხვაში“ (1696).