პარაბოლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''პარაბოლა''' '''პარაბოლა''' – [[სიბრტყე (გეომეტრია)|...)
 

მიმდინარე ცვლილება 16:23, 13 ივლისი 2023 მდგომარეობით

პარაბოლა

პარაბოლასიბრტყის წერტილთა სიმრავლე, რომლის ყოველი წერტილი თანაბრად არის დაშორებული იმავე სიბრტყეზე მდებარე მოცემული F წერტილიდან (ფოკუსიდან) და მოცემული d წრფიდან (დირექტრისიდან).

პარაბოლა მეორე რიგის მრუდია. მისი ზოგადი განტოლებაა: y = ax2 + bx + c. დეკარტის მართკუთხა კოორდინატთა სისტემაში პარაბოლის უმარტივესი (კანონიკური) სახის განტოლებაა: y2=2px, სადაც p არის მანძილი მოცემული F წერტილიდან მოცემულ d წრფემდე. დირექტრისის განტოლებას აქვს სახე: x = -p/2; p-ს უწოდებენ პარაბოლის პარამეტრს, 0x ღერძს – პარაბოლის ღერძს.

პარაბოლა შეიძლება მივიღოთ, როგორც კონუსის კვეთა იმ სიბრტყით, რომელიც ერთ-ერთი მსახველის პარალელურია.


[რედაქტირება] წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები