გოეთე იოჰან ვოლფგანგ
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:GoeTe.JPG|thumb|140პქ|იოჰან ვოლფგანგ გოეთე]] | [[ფაილი:GoeTe.JPG|thumb|140პქ|იოჰან ვოლფგანგ გოეთე]] | ||
| − | '''იოჰან ვოლფგანგ გოეთე''' – (''გერმ.'' Johann Wolfgang von Goethe, 1749-1832), გერმანელი პოეტი | + | '''იოჰან ვოლფგანგ გოეთე''' – (''გერმ.'' Johann Wolfgang von Goethe, 1749-1832), გერმანელი პოეტი, დრამატურგი, მხატვარი, მუსიკოსი, სწავლული, პოლიტიკური მოღვაწე. იგი სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებს ქმნიდა – ლირიკულ ლექსებს, ეპიკურ პოემებს, ბალადებს, რომანებს, [[ტრაგედია|ტრაგედიებს]], [[კომედია|კომედიებს]], აგრეთვე სატირულ ჩანახატებს, თეორიულ ნაშრომებს, რეცენზიებს... გოეთე − რეალისტი, ჰუმანისტ-განმანათლებლი, სახალხო მწერალი, თავისი დროის მოწინავე იდეების გამომხატველია. |
| − | „უდიდეს გერმანელად“ შერაცხული, იგი იყო მეცნიერებისა და ხელოვნების გაბედული რეფორმატორი, იბრძოდა ისეთი გერმანული თეატრის შესაქმნელად, სადაც თანაბარი ძალით იქნებოდა ასახული მთელი ერის პრობლემატიკა, რაც მნიშვნელოვანწილად ხელს შეუწყობდა [[გერმანია|გერმანიის]] გამთლიანებას. თავისი შემოქმედებით და მოღვაწეობით ახალ საფეხურზე აიყვანა გერმანული დრამატურგია, მოახდინა რეჟისორული ხელოვნების რეფორმა, შექმნა ახალი დროების ევროპული თეატრალური ესთეტიკა. ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში წინ აღუდგა ფრანგული კლასიციზმის არისტოკრატულ პირობითობებს. ამავე დროს, მასზე დიდ ზეგავლენას ახდენს ფრანგი გამანათლებლების – | + | „უდიდეს გერმანელად“ შერაცხული, იგი იყო მეცნიერებისა და ხელოვნების გაბედული რეფორმატორი, იბრძოდა ისეთი გერმანული თეატრის შესაქმნელად, სადაც თანაბარი ძალით იქნებოდა ასახული მთელი ერის პრობლემატიკა, რაც მნიშვნელოვანწილად ხელს შეუწყობდა [[გერმანია|გერმანიის]] გამთლიანებას. თავისი შემოქმედებით და მოღვაწეობით ახალ საფეხურზე აიყვანა გერმანული დრამატურგია, მოახდინა რეჟისორული ხელოვნების რეფორმა, შექმნა ახალი დროების ევროპული თეატრალური ესთეტიკა. ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში წინ აღუდგა ფრანგული კლასიციზმის არისტოკრატულ პირობითობებს. ამავე დროს, მასზე დიდ ზეგავლენას ახდენს ფრანგი გამანათლებლების – [[ვოლტერი]]ს, [[რუსო ჟან-ჟაკ|რუსოს]], [[დიდრო დენი|დიდრო]]ს ნააზრევი. იგი მაღალ შეფასებას აძლევდა მოლიერის შემოქმედებითს მემკვიდრეობას. მან ხალხური შემოქმედება გამოაცხადა ნებისმიერი ხელოვნების საფუძვლად, ცხოვრებისეული სიმართლის ასახვა ხელოვნების მთავარ მიზნად. ასეთ მწერლად მას ესახებოდა [[შექსპირი უილიამ|შექსპირი]], ხოლო [[ლესინგი გოთჰოლდ ეფრაიმ|ლესინგს]] მიიჩნევდა ესთეტიკაში და [[დრამა]]ში თავის უშუალო მასწავლებლად. |
სტრასბურგში (სადაც დაამთავრა უნივერსიტეტი) იგი უახლოვდება ახალგაზრდა „შტურმერებს“ („[[ქარიშხალი და შეტევა|ქარიშხლისა და შეტევის]]“ მოძრაობის წარმომადგენლებს), რომლებიც ქმნიდნენ ფორმით თავისუფალ, ტირანიის წინააღმდეგ მიმართულ [[ტრაგედია|ტრაგედიებს]]. მოქმედების ცენტრში იდგა საზოგადოებრივ მანკიერებებთან მებრძოლი ძლიერი პიროვნება. გოეთეც ეძებს თავის გმირს და მას ხედავს ხან ლირიკულ იპოსტაზში („ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი“), ხან კი – მებრძოლ ტიტანად („მუჰამედი“, „პრომეთე“). ამავე ხანებში საფუძველი ეყრება მის უმთავრეს ნაწარმოებს – „ფაუსტს“, რომელზეც მან თითქმის 60 წელი იმუშავა (1773-1830). | სტრასბურგში (სადაც დაამთავრა უნივერსიტეტი) იგი უახლოვდება ახალგაზრდა „შტურმერებს“ („[[ქარიშხალი და შეტევა|ქარიშხლისა და შეტევის]]“ მოძრაობის წარმომადგენლებს), რომლებიც ქმნიდნენ ფორმით თავისუფალ, ტირანიის წინააღმდეგ მიმართულ [[ტრაგედია|ტრაგედიებს]]. მოქმედების ცენტრში იდგა საზოგადოებრივ მანკიერებებთან მებრძოლი ძლიერი პიროვნება. გოეთეც ეძებს თავის გმირს და მას ხედავს ხან ლირიკულ იპოსტაზში („ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი“), ხან კი – მებრძოლ ტიტანად („მუჰამედი“, „პრომეთე“). ამავე ხანებში საფუძველი ეყრება მის უმთავრეს ნაწარმოებს – „ფაუსტს“, რომელზეც მან თითქმის 60 წელი იმუშავა (1773-1830). | ||
| ხაზი 8: | ხაზი 8: | ||
1775 წელს იგი გადადის ვაიმარში, სადაც იკავებს პირველი მინისტრის პოსტს. გოეთეს კლასიცისტური მისწრაფებანი ასახვას ჰპოვებენ მის დრამებში და ტრაქტატებში ხელოვნების შესახებ (80-90 წწ.). ვაიმარში მას უყალიბდება მატერიალისტური ხედვაც, რასაც იგი ავლენს დრამისა და თეატრის თეორიაში. მისი განმანათლებლური ტენდენციები გამჟღავნდა მის მოწოდებაში, რომ თეატრმა არა მხოლოდ უნდა ასახოს სინამდვილე, არამედ უნდა შეასრულოს აღმზრდელობითი როლი. ანტიკური ხელოვნებით გატაცება ნათლად მოჩანს მის რეჟისორულ მოღვაწეობაში, ვაიმარის სასახლისკარის მსახიობებთან მუშაობაში (იგი ხელმძღვანელობდა ამ თეატრს). მისი შეხედულებები [[სასცენო ხელოვნება]]ზე გადმოცემულია თეორიულ ნაშრომში „წესები მსახიობთათვის“ (1803). მისი აზრით, სცენაზე უნდა სუფევდეს ამაღლებული და ნატიფი. სპექტაკლი უნდა აიგოს ანტიკური პლასტიკის მიხედვით, მსახიობებისაგან იგი ითხოვდა პოზების და [[ჟესტი|ჟესტების]] სკულპტურულ რეგლამენტირებას, ფრონტალურ თამაშს, [[მიმიკა|მიმიკის]] განსაზღვრულობას, სიტყვების წამღერებით წარმოთქმას. თეატრალურ პრაქტიკაში მან პირველმა დანერგა სამაგიდო [[რეპეტიცია|რეპეტიციები]]. | 1775 წელს იგი გადადის ვაიმარში, სადაც იკავებს პირველი მინისტრის პოსტს. გოეთეს კლასიცისტური მისწრაფებანი ასახვას ჰპოვებენ მის დრამებში და ტრაქტატებში ხელოვნების შესახებ (80-90 წწ.). ვაიმარში მას უყალიბდება მატერიალისტური ხედვაც, რასაც იგი ავლენს დრამისა და თეატრის თეორიაში. მისი განმანათლებლური ტენდენციები გამჟღავნდა მის მოწოდებაში, რომ თეატრმა არა მხოლოდ უნდა ასახოს სინამდვილე, არამედ უნდა შეასრულოს აღმზრდელობითი როლი. ანტიკური ხელოვნებით გატაცება ნათლად მოჩანს მის რეჟისორულ მოღვაწეობაში, ვაიმარის სასახლისკარის მსახიობებთან მუშაობაში (იგი ხელმძღვანელობდა ამ თეატრს). მისი შეხედულებები [[სასცენო ხელოვნება]]ზე გადმოცემულია თეორიულ ნაშრომში „წესები მსახიობთათვის“ (1803). მისი აზრით, სცენაზე უნდა სუფევდეს ამაღლებული და ნატიფი. სპექტაკლი უნდა აიგოს ანტიკური პლასტიკის მიხედვით, მსახიობებისაგან იგი ითხოვდა პოზების და [[ჟესტი|ჟესტების]] სკულპტურულ რეგლამენტირებას, ფრონტალურ თამაშს, [[მიმიკა|მიმიკის]] განსაზღვრულობას, სიტყვების წამღერებით წარმოთქმას. თეატრალურ პრაქტიკაში მან პირველმა დანერგა სამაგიდო [[რეპეტიცია|რეპეტიციები]]. | ||
| − | მისი ძირითადი [[დრამა|დრამებია]]: „იფიღენია ტავრიდაში“, „კლაუდინა ბილლა ბელადან“, „ერვინი და ელმირა“, „ტორკვატო ტასსო“ | + | მისი ძირითადი [[დრამა|დრამებია]]: „იფიღენია ტავრიდაში“, „კლაუდინა ბილლა ბელადან“, „ერვინი და ელმირა“, „ტორკვატო ტასსო“ „[[გიოც ფონ ბერლიხინგენი (დრამა)|გიოც ფონ ბერლიხინგენი]]“ (პირველი გერმანული სოციალ-ისტორიული პიესა), „ეგმონტი“ (თავისუფლებისათვის მებრძოლი გმირი), „კლავიგო“ (ტრაგედია). |
20:19, 15 ივლისი 2023-ის ვერსია
იოჰან ვოლფგანგ გოეთე – (გერმ. Johann Wolfgang von Goethe, 1749-1832), გერმანელი პოეტი, დრამატურგი, მხატვარი, მუსიკოსი, სწავლული, პოლიტიკური მოღვაწე. იგი სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებს ქმნიდა – ლირიკულ ლექსებს, ეპიკურ პოემებს, ბალადებს, რომანებს, ტრაგედიებს, კომედიებს, აგრეთვე სატირულ ჩანახატებს, თეორიულ ნაშრომებს, რეცენზიებს... გოეთე − რეალისტი, ჰუმანისტ-განმანათლებლი, სახალხო მწერალი, თავისი დროის მოწინავე იდეების გამომხატველია.
„უდიდეს გერმანელად“ შერაცხული, იგი იყო მეცნიერებისა და ხელოვნების გაბედული რეფორმატორი, იბრძოდა ისეთი გერმანული თეატრის შესაქმნელად, სადაც თანაბარი ძალით იქნებოდა ასახული მთელი ერის პრობლემატიკა, რაც მნიშვნელოვანწილად ხელს შეუწყობდა გერმანიის გამთლიანებას. თავისი შემოქმედებით და მოღვაწეობით ახალ საფეხურზე აიყვანა გერმანული დრამატურგია, მოახდინა რეჟისორული ხელოვნების რეფორმა, შექმნა ახალი დროების ევროპული თეატრალური ესთეტიკა. ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში წინ აღუდგა ფრანგული კლასიციზმის არისტოკრატულ პირობითობებს. ამავე დროს, მასზე დიდ ზეგავლენას ახდენს ფრანგი გამანათლებლების – ვოლტერის, რუსოს, დიდროს ნააზრევი. იგი მაღალ შეფასებას აძლევდა მოლიერის შემოქმედებითს მემკვიდრეობას. მან ხალხური შემოქმედება გამოაცხადა ნებისმიერი ხელოვნების საფუძვლად, ცხოვრებისეული სიმართლის ასახვა ხელოვნების მთავარ მიზნად. ასეთ მწერლად მას ესახებოდა შექსპირი, ხოლო ლესინგს მიიჩნევდა ესთეტიკაში და დრამაში თავის უშუალო მასწავლებლად.
სტრასბურგში (სადაც დაამთავრა უნივერსიტეტი) იგი უახლოვდება ახალგაზრდა „შტურმერებს“ („ქარიშხლისა და შეტევის“ მოძრაობის წარმომადგენლებს), რომლებიც ქმნიდნენ ფორმით თავისუფალ, ტირანიის წინააღმდეგ მიმართულ ტრაგედიებს. მოქმედების ცენტრში იდგა საზოგადოებრივ მანკიერებებთან მებრძოლი ძლიერი პიროვნება. გოეთეც ეძებს თავის გმირს და მას ხედავს ხან ლირიკულ იპოსტაზში („ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი“), ხან კი – მებრძოლ ტიტანად („მუჰამედი“, „პრომეთე“). ამავე ხანებში საფუძველი ეყრება მის უმთავრეს ნაწარმოებს – „ფაუსტს“, რომელზეც მან თითქმის 60 წელი იმუშავა (1773-1830).
1775 წელს იგი გადადის ვაიმარში, სადაც იკავებს პირველი მინისტრის პოსტს. გოეთეს კლასიცისტური მისწრაფებანი ასახვას ჰპოვებენ მის დრამებში და ტრაქტატებში ხელოვნების შესახებ (80-90 წწ.). ვაიმარში მას უყალიბდება მატერიალისტური ხედვაც, რასაც იგი ავლენს დრამისა და თეატრის თეორიაში. მისი განმანათლებლური ტენდენციები გამჟღავნდა მის მოწოდებაში, რომ თეატრმა არა მხოლოდ უნდა ასახოს სინამდვილე, არამედ უნდა შეასრულოს აღმზრდელობითი როლი. ანტიკური ხელოვნებით გატაცება ნათლად მოჩანს მის რეჟისორულ მოღვაწეობაში, ვაიმარის სასახლისკარის მსახიობებთან მუშაობაში (იგი ხელმძღვანელობდა ამ თეატრს). მისი შეხედულებები სასცენო ხელოვნებაზე გადმოცემულია თეორიულ ნაშრომში „წესები მსახიობთათვის“ (1803). მისი აზრით, სცენაზე უნდა სუფევდეს ამაღლებული და ნატიფი. სპექტაკლი უნდა აიგოს ანტიკური პლასტიკის მიხედვით, მსახიობებისაგან იგი ითხოვდა პოზების და ჟესტების სკულპტურულ რეგლამენტირებას, ფრონტალურ თამაშს, მიმიკის განსაზღვრულობას, სიტყვების წამღერებით წარმოთქმას. თეატრალურ პრაქტიკაში მან პირველმა დანერგა სამაგიდო რეპეტიციები.
მისი ძირითადი დრამებია: „იფიღენია ტავრიდაში“, „კლაუდინა ბილლა ბელადან“, „ერვინი და ელმირა“, „ტორკვატო ტასსო“ „გიოც ფონ ბერლიხინგენი“ (პირველი გერმანული სოციალ-ისტორიული პიესა), „ეგმონტი“ (თავისუფლებისათვის მებრძოლი გმირი), „კლავიგო“ (ტრაგედია).