ჟესტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჟესტი – (ლათ. gestus – პოზა, სხეულის ქმედითობა) სხეულის მოძრაობა (ძირითადად ხელის) რომელიც ახლავს მეტყველებას ან ცვლის მას; გამომდინარეობს რეფლექტორული ან ცნობიერი ფსიქოლოგიური პროცესებიდან; ჟესტი თეატრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამომსახველი საშუალებათაგანია. დრამატული თეატრის მსახიობისათვის ჟესტი ან უსიტყვო მოქმედებაა, ან კი სიტყვიერი მოქმედების დამატება და პერსონაჟის დახასიათების უაღრესად ეფექტური საშუალება. ამავე დროს იგი ექვემდებარება მსახიობის შესრულების საერთო სტილს.

ჟესტის გამოყენების პრინციპი შეგვიძლია დავყოთ ეპოქებად (ანტიკური ხანა, კლასიციზმი ან რომანტიზმი) და მიმდინარეობების მიხედვითაც (ნატურალიზმი, ექსპრესიონიზმი ან სიურრეალიზმი). ჟესტის ხასიათს განსაზღვრავს სპექტაკლის ჟანრული სპეციფიკაც (ტრაგედია, ყოფითი დრამა, კომედია-გროტესკი და ა.შ.). ჟესტის სიზუსტე და გამომსახველობა დამოკიდებულია ან გარდასახვის სიღრმეზე, ან რეჟისორის თუ მსახიობის მიერ მასში განთავსებულ მხატვრულ შინაარსზე. ჟესტი გამოიყენება როგორც ადამიანური ურთიერთობის (აზრის, განზრახვის, გრძნობის) გამოხატვის განსაკუთრებული, გამორჩეული, არავერბალური საშუალება. ე. ვახტანგოვმა თავის რეჟისორულ პრაქტიკაში ჟესტი აქცია სცენური განწყობის შემუშავების უმთავრეს წინაპირობად.

მ. გეგია


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები